კოსმონავტების ეს რეცეპტი ბოლომდე აღადგენს ძვლებსა და სახსრებს. ტკივილებს წლებია, აღარ შევუწუხებივარ

11829

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიის ადამიანებს ყოველთვის საუკეთესო ექიმები ემსახურებიან, საკმაოდ ხშირად ისინი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს მხოლოდ ნატურალური საშუალებების გამოყენებით ებრძვიან.

გეორგი გრეჩკო, საბჭოთა კავშირის ცნობილი კოსმონავტი, ერთ-ერთი ძველ ინტერვიუში საინტერესო ისტორიას გვიამბობს, რომელიც პირადად მას გადახდა თავს. გეორგი მიხაელოვიჩის თქმით, ის წარუმატებლად გადმოხტა პარაშუტით კოსმონავტებისთვის ჩვეული ვარჯიშის დროს, რის შედეგადაც არაერთი მოტეხილობა მიიღო. მრავალი ოპერაციის გაკეთებისა და რეაბილიტაციის სრული კურსის ჩატარების მიუხედავად, კოსმონავტის სრული გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობდა.

ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით, ექიმებმა კოსმონავტს ამცნობეს, რომ დრო იყო მას კოსმოსში ფრენები თავში აზრადაც კი აღარ მოსვლოდა. რა თქმა უნდა, გრეჩკო ამ ბედს არ შეეგუა და მხოლოდ ერთი ნატურალური საშუალების დახმარებით ის სწრაფადვე გამოჯანმრთელდა, რომელიც მას მეგობარმა კოსმონავტმა, ვლადიმირ კომაროვმა ურჩია.

ნაყენი ძვლებისა და სახსრების გასაჯანსაღებლად

  1. დაგჭირდებათ 7 კვერცხი, აუცილებლად სოფლის, ნატურალური და თეთრი ნაჭუჭით.
  2. კარგად გარეცხეთ შვიდივე კვერცხი, შემდეგ შეამშრალეთ და მოათავსეთ 3 ლიტრიან მინის ქილაში.
  3. გამოწურეთ წვენი დაახლოებით 10 ლიმონისგან და ჩაასხით ქილაში. კვერცხები აუცილებლად ბოლომდე უნდა დაიფაროს ლიმონის წვენით. თუ 10 ლიმონი არ გეყოფათ, აიღეთ იმდენი, რამდენიც ქილის შიგთავსის დასაფარად აღმოჩნდება საკმარისი.
  4. ქილა შეინახეთ მაცივარში და დააყოვნეთ იქამდე, სანამ კვერცხის ნაჭუჭი ბოლომდე არ დაიშლება და გაიხსნება ლიმონის წვენში.
  5. როდესაც შვიდივე კვერცხისგან მხოლოდ თეთრი აპკისებრი მასა დარჩება, ფრთხილად ამოიღეთ ისინი ქილიდან, გახეხეთ წვრილ სახეხზე და რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის გამოყენებით ჩაწურეთ შედარებით პატარა ზომის ახალ, აუცილებლად სტერილიზებულ ქილაში.
  6. დაამატეთ 50-70 მლ კონიაკი და 1,5 სუფრის კოვზი თაფლი, კარგად გადაურიეთ.
  7. ქილას დააფარეთ თავსახური და მზა საშუალება შეინახეთ მაცივარში.
  8. ყოველთვის, როდესაც ჭამას გადაწყვეტთ, რამდენიმე წუთით ადრე მიიღეთ ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

რატომა არის ეფექტური ეს საშუალება? 

ის მინიმალურ დროში აძლიერებს ძვლებს, აჩქარებს ხრტილოვანი ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, ზრდის შემაერთებელი ქსოვილების ელასტიკურობას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ასეთ გარემოში ლიმონმჟავისა და კალციუმის მარილების კომბინაციას 5-ჯერ უფრო სწრაფად და მარტივად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი, ვიდრე ჩვეულებრივ კალციუმს, რაც ნივთიერებათა ცვლის პროცესების გაუმჯობესებას, ძვლებისა და სახსრების რეგენერაციას უწყობს ხელს.

მოცემული საშუალება უკუჩვენებითია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობისა და გასტრიტის დროს.

თუ თქვენ სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად ცადეთ ეს საშუალება და შედეგიც არ დააყოვნებს. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!