ნივთიერებათა ცვლა ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც 10 წლის უკან. ლიმონის ეს სასმელი ზედმეტ წონასა და სითხეს მოგაშორებთ

4168

როგორც მოგეხსენებათ, წონაში კლება დიდწილად თქვენი მეტაბოლიზმის სიჩქარეზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ დააჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა, საკმარისია მოამზადოთ ძალიან მარტივი კოქტეილი იმ ინგრედიენტებით, რომლებიც თქვენს სამზარეულოში ყოველთვის მოიპოვება.

თუ ამ სასმელს დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე მიირთმევთ, მალევე მიიღებთ სასურველ შედეგს.

დეტოქსიკაციის შედეგად მთელი ორგანიზმის მდგომარეობა გაუმჯობესდება და წონაშიც დაიკლებთ.

ლიმონის კოქტეილი წონის დასაკლებად

ინგრედიენტები

  • 1 ცალი ლიმონი
  • 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 მწიკვი დარიჩინი
  • 0,5 მლ წყალი

მომზადების წესი

  1. დააბლენდერეთ ოხრახუში და ლიმონი.
  2. ჩაყარეთ ქვაბში დაბლენდერებული ლიმონი და ოხრახუში, დაუმატეთ ჯანჯაფილის ფხვნილი და დარიჩინი.
  3. ადუღეთ 5-10 წუთი.
  4. გააგრილეთ სასმელი და დაუმატეთ ალოეს წვენი.

კოქტეილი შეინახეთ მაცივარში. სასმელი დღეში ერთხელ, ძილის წინ უნდა მიირთვათ, 150-200 მლ. ეს დააჩქარებს მეტაბოლიზმს და 1 კვირაში მიიღებთ სასურველ შედეგს.

ლიმონი ხელს უწყობს მონელებას, ძილის წინ კი აუცილებელია, რომ კუჭში არ დარჩეს მძიმე საკვები, რადგან მის მონელებას დიდი დრო სჭირდება.

ოხრახუში ცნობილია, როგორც შარდმდენი საშუალება. იგი ამცირებს შეშუპებასა და ქსოვილებს შორის სითხის რაოდენობას.

ჯანჯაფილი ხელს უწყობს საჭმლის მონელების დაჩქარებას და ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას. ამ ფესვის ანთების საწინააღმდეგო თვისებები ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემას გამართულად მუშაობაში და ასევე მოგაშორებთ პარაზიტებს მსხვილი ნაწლავიდან.

ალოე ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლის სეკრეციას, რაც მადის დარეგულირებას უწყობს ხელს.

ახლა უკვე იცით, როგორ დააჩქაროთ მეტაბოლიზმი და როგორ დაიკლოთ წონაში მარტივად, ეს პრობლემა უფრო ხშირია მათში, ვინც 40 წელს გადააბიჯა. ამ ასაკში მეტაბოლიზმი ნელდება, იწყება ჭარბი ცხიმის დაგროვება პრობლემურ ზონებში.

ფიგურის დაზიანების პრევენციისთვის, ზედმეტი კილოგრამების და ორგანიზმში დაგროვებული ჭარბი სითხის გამოსადევნად, მიიღეთ ეს სასმელი ყოველ საღამოს 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთეთ შესვენება.

სასიამოვნო ცვლილებებს მალევე იხილავთ!