10 ხრიკი სპეციალურად ქალბატონებისთვის: ასე შეძლებთ ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში ყოფნას

73062

ჩვენ, ქალბატონებს, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, გვსურს, ყოველთვის და ყველგან გამოვიყურებოდეთ ლამაზად და მიმზიდველად, რისთვისაც სხვადასხვა ხრიკებს ვიყენებთ.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე ისე, რომ არ მოგვიწიოს რეგულარულად სხვადასხვა პროცედურებში საკმაოდ სოლიდური თანხის ფლანგვა.

ეს 10 ხრიკი, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, აუცილებლად გამოგადგებათ. სწორედ მათი დახმარებით შეძლებთ ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში ყოფნას.

სილამაზის 10 ხრიკი ქალბატონებისთვის

1. როგორ დავამარცხოთ შეშუპება და დავატენიანოთ კანი წამებში

მოამაზდეთ მარლის კონცენტრირებული წყალხსნარი, ჩაალბეთ მასში პირსახოცი და დაიფინეთ სახეზე 10 წუთით. შეშუპება ისე გაქრება, თითქოს არც შეუწუხებიხართ.

2. როგორ მივანიჭოთ ტუჩებს დამატებითი მოცულობა

კბილის ჯაგრისზე წაუსვით მცირეოდენი ვაზელინი და მისი გამოყენებით მსუბუქად დაიმუშავეთ ტუჩები. ეფექტი მართლაც რომ შთამბეჭდავია!

3. ზეითუნის ზეთი კანისთვის

ის არაჩვეულებრივად წმენდს, კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს. 5 დღეში ერთხელ ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურა: ცოტახნით მიუშვირეთ სახე ცხელ ორთქლს, რათა კანის ფორები კარგად გაიხსას და შემდეგ 5 წუთის განმავლობაში იკეთეთ კანის მსუბუქი მასაჟი ზეითუნის ზეთში დასველებული თითის ბალიშებით. ასე თქვენი კანი ყოველთვის შეუდარებლად ლამაზი და მიმზიდველი იქნება! პროცედურის შემდეგ ფორების დასახურად გამოიყენეთ ყინულის კუბიკები.

4. თაფლი დაგიხსნით აკნესგან

თუ მოეულოდნელად, ყველაზე უდროო მომენტში გამონაყარი გაგიჩნდათ, უბრალოდ დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონკავეთი რამდენიმე წვეთი თაფლით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. უკვე 15 წუთში გამონაყარი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

5. კანის ანთებას თვალის წვეთები გაუმკლავდება

გამონაყარი მალევე რომ გაიქროთ, ბამბის დისკს დააწვეთეთ თვალის წვეთები და მოათავსეთ საყინულეში რამდენიმე წუთით. გაყინული დისკი დაიფინეთ კანის შესაბამის მონაკვეთზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით.

6. საუკეთესო საშუალება თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებლად

მინის ჭურჭელში ჩაასხით სუფთა წყალი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი (პროპორციები 3 : 1). საუკეთესო საშუალება, რომელიც თვალების მიდამოებიდან მაკიაჟს ძალიან ეფექტურად გვაშორებს და არ იწვევს თვალების გაღიზიანებას, მზად არის! გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ მასა.

7. სოდა ჩაზრდილ თმას გაუმკლავდება

მარტივი და ეფექტური რეცეპტი: 1 სუფრის კოვზ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და ამავე რაოდენობით წვრილად დაფქული შვრიის ფანტელები, კარგად გადაურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთზე, დაიტოვეთ 5 წუთით და შემდეგ მოიშორეთ ცხელი წყლით.

8. სოდა მოგაშორებთ შავ ტომრებს, სილურჯეებს თვალებიდან

ერთ ჭიქა ცხელ ჩაიში ან წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. როდესაც ნარევი გაგრილდება, ჩაალბეთ მასში ბამბის დისკები და დაიფინეთ ისინი თვალებს ქვემოთ. მოიშორეთ დაახლოებით 10-15 წუთში და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

9. ბანანის პიურე თქვენს თმას დამატებით მოცულობას მიანიჭებს

ნახევარ ჩაის ჭიქა მუქი ფერის ლუდში დაამატეთ ერთი მწიფე ბანანი, ერთი კვერცხი და მცირეოდენი თაფლი, კარგად გადაურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ ერთი ან ორი საათით და შემდეგ დაიბანეთ თავი თბილი წყლით.  დამატებითი მოცულობა და ბზინვარება გარანტირებულია!

10. ქოქოსისა და ლავანდის ზეთი წამწამების დასაგრძელებლად

1/2 ჩაის კოვზ ქოქოსის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი. ჩაალბეთ ამ მასაში ბამბის დისკი და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ წამწამები. კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა წამწამების ზრდის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ხრიკები თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის დაქალებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!