როგორც წესი, ქალბატონებს ამის აღიარება არ გვიყვარს, თუმცა უკლებლივ ყველას გვაწუხებს არასასურველი თმის პრობლემა. თმა ტუჩის ზედა ნაწილზე და სახის კუთხეების გარშემო სულაც არ წარმოადგენს იშვიათობას ქალბატონებშიც კი. ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ცვილით ვუმკლავდებით.
პრობლემა იმაშია, რომ ცვილის გამოყენება არა მხოლოდ საკმაოდ მტკივნეული, არამედ არც თუ ისე უსაფრთხო პროცედურაა, რადგან ცვილით დეპილაციის დროს კანის ფორების გავლით ორგანიზმში არაერთი ქიმიური ნივთიერება ხვდება.
არასასურველი თმის მოსაშორებელი ეს მეთოდი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, გაცილებით უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა მხოლოდ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში. მისი ავტორები აღმოსავლეთის ლამაზმანები არიან, რომლებიც მოცემულ საშუალებას უკვე მრავალი წელია იყენებენ. პოპულარობის მიზეზი ამ საშუალების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაშია: ის არა მხოლოდ გვაცილებს თმის არასასურველ საფარს, არამედ ამშვიდებს კანს.
თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ბუნებრივი, ნატურალური ინგრედიენტები, რომლებიც სავსეა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. სწორედ ამ მდიდარი შემადგენლობის ხარჯზე, მოცემული საშუალება არასასურველი თმის მოშორების პარალელურად აჯანსაღებს ჩვენს კანს.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
- 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელები
ინსტრუქცია:
- ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით კარგად დაფქვით შვრიის ფანტელები.
- დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი, კარგად გადაურიეთ.
- მზა ბლანტი კონსისტენციის მასა წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთებზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- პროცედურა აუცილებლად უნდა გაიმეოროთ კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.
- დაახლოებით 1 თვეში არასასურველი თმა საერთოდ გაქრება!
როგორც უკვე გითხარით, ამ მეთოდი ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. ცადეთ ის და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!