შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით, შეძლებთ კარტოფილის ფრის ზეთის გარეშე მომზადებას.
საჭირო ინგრედიენტები:
- კარტოფილი 6-8 ცალი
- 2 ცალი კვერცხის ცილა
- მარილი გემოვნებით
- პაპრიკა (ტკბილი) გემოვნებით
- დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარტოფილი გათალეთ და დაჭერით 1 სმ სისქის ჩხირებად.
- კვერცხის ცილა ოდნავ ათქვიფეთ.
- დაამატეთ შავი პილპილი, პაპრიკა, მარილი გემოვნებით და ათქვიფეთ.
- კარტოფილს დაასხით ცილა და კარგად აურიეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა კარტოფილი თანაბრად დააწყვეთ.
- ფორმა შედეთ ცხელ ღუმელში. მოსამზადებლად დასჭირდება 10-15 წუთი.
მოამზადეთ ოქროსფრად დაბრაწული ფრი და გაახარეთ თქვენი პატარები!