მომზდეთ საშინაო კრემი საკუთარი ხელით. ის შეამცირებს ნაოჭებსა და ლაქებს, დაუბრუნებს კანს სიმტკიცეს

1201

ნაოჭების გაღრმავება, ლაქების გაჩენა და კანის ტონუსის დაკარგვა – კოსმეტიკური პრობლემები, რომლებიც დაბერების პროცესს ახლავს თან.

მართალია, სიბერეს ვერსად გავექცევით, თუმცა სავსებით შესაძლებელია მისი შეფერხება სხვადასხვა საშინაო საშუალებებისა და პროცედურების დახმარებით.

ნაადრევმა სიბერემ კარს რომ არ მოგიკაკუნოთ, თავიდან აირიდოთ ნაოჭების გაღრმავება და კანის სიმტკიცის დაკარგვა, გამოიყენეთ ძალიან ეფექტური კრემი, რომლის მომზადებსა და გამოყენებას ახლა გასწავლით.

დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი
  • 1 ს.კ. ვაზელინი
  • 1 წვეთი იოდი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. აიღეთ სუფთა მინის ქილა, ჩააწვეთეთ იოდი და დაუმატეთ სხვა კომპონენტები.
  2. კარგად ამოურიეთ, დააფარეთ ჭურჭელს თავსახური და შეინახეთ მომზადებული კრემი მაცივარში.
  3. წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე წაისვით ეს კრემი ნელი წრიული მოძრაობებით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო გახდეს.

როგორც უკვე გითხარით, ეს საშუალება თავიდან აგარიდებთ ნაოჭების გაღრმავებას, ლაქებს რამდენიმე პროცედურაში ნაკლებად შესამჩნევს გახდის, დაუბრუნებს კანს სიმტკიცეს და ა.შ.

გამოიყენეთ ეს კრემი და მის ეფექტურობაში თავად დარწმუნდებით. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ამ ეფექტური საშინაო საშუალების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!