ხალხური მედიცინა ძალიან კარგად იცნობს კაკალს და მის სასარგებლო თვისებებს. ჩვენი წინაპრები წარმატებით იყენებდნენ კაკლის ნაყენებს ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
დღესდღეობით ინტერნეტ სივრცე სავსეა არაერთი საინტერესო რეცეპტით, თუმცა მათი უმრავლესობა ძალიან განსხვავდება რეცეპტის ორიგინალი, ზუსტი ვარიანტისგან. მაგალითად, სტატიების ავტორები გვირჩევენ კაკლის ხორცსაკეპში გატარებას, რაც დაუშვებელია, რადგან კაკლის წვენის მეტალთან შეხების დროს იწყება დაჟანგვის პროცესი, რაც არასასურველია, თუ ნაყენისთვის სამკურნალო პოტენციალის შენარჩუნება გსურთ.
თუ ორგანიზმის გასაჯანსაღებლად კაკლის ნაყენის მიღება გსურთ, აუცილებლად იხელმძღვანელეთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტით. გთავაზობთ ძალიან მარტივ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ კაკლის სამკურნალო ნაყენი, რომლშიც სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია.
3 ლიტრიან ქილას ავსებენ კიდეებამდე (იტევს დაახ. 1,5 კგ-ს) მოუმწიფებელი კაკლით, რომელიც შეგროვებულია მზადრი მთვარის დროს 24 ივნისამდე, ასხამენ იმ რაოდენობით ხარისხიან არაყს ან კონიაკს, რომ კაკალი ბოლომდე დაიფაროს, ქილას აფარებენ აუცილებლად პლასტმასის თავსახურს და აყოვნებენ ბნელ ადგილას.
21 დღე-ღამეში ნაყენი მზად არის, რის შემდეგადაც სითხე უნდა გადაღვაროთ ახალ ჭურჭელში, რომელსაც ჰერმეტულად ეხურება თავსაფარი, ხოლო ქილა, რომელშიც კაკლის ნაყოფები დაგრჩებათ, შეავსოთ აუცილებლად მაღალხარისხიანი თაფლით.
თაფლისა და კაკლის ნარევი უნდა დააყოვნოთ იქამდე, სანამ თაფლი ბოლომდე არ გამოიწოვს კაკლის თხევად ექსტრაქტს და ნაყოფ ვიზუალურად ჩირს არ დაემსგავსება – რამდენჯერმე შემცირდება ზომაში და დანაოჭდება. ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით 20-30 დღის განმავლობაში.
მოცემული დროის გასვლის შემდეგ თქვენ უნდა გააერთიანოთ სპირტნაყენი და თაფლი, რომელმაც ბოლომდე გამოწოვა სასარგებლო ნივთიერებები კაკლიდან. მზა ნარევში თქვენ მოგიწევთ ზოგიერთი მცენარის ან მათი ფესვების ჩამატება, იქიდან გამომდინარე, თუ კონკრეტულად რა მიზნისთვის აპირებთ კაკლის ნაყენის გამოყენებას.
მაგალითად, თუ სისხლძარღვების გაწმენდა და მათი გაძლიერება გსურთ, ნარევში მიზანშეწონილია დიოსკორის, სოფორისა ან ცხენის წაბლის ჩამატება.
ეპილეფსიის სამკურნალოდ კაკლის ნაყენში ამატებენ იორდანასალამის.
ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ ამატებენ ევკალიპტს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების დროს მიზანშეწონილია კულმუხოს დამატება.
ორგანიზმში ახალწარმონაქმნების არსებობისას პრობლემას კაკლის ნაყენში ჩაგის ჩამატებით ებრძვიან.
თუ ნაყენში მაისის თვეში შეგროვებული კაკლის ფოთლებს და მეფუტკრეობის პროდუქტებს (მაგ: პროპოლისი) ჩაამატებთ, მიიღებთ პროსტატისის სამკურნალო ძალიან ეფექტურ საშუალებას.
კაკლის ნაყენი, რომლის დამზადების ინსტრუქციაც დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზეთ, წარმატებით გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე არაერთი საუკუნეა, თუმცა განსაკუთრებით ეფექტური ეს საშუალება სწორედ ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ და ორგანიზმში იოდის მარაგის შესავსებადაა.
სასარგებლო ნივთიერებების, მათ შორის იოდის მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე, ეს საშუალება არეგულირებს ჯირკვლის შინაგან სეკრეციას, აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს სხეულს ტოქსინებისგან და პარაზიტებისგან.
კაკლის ნაყენის მიღება რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 20 წუთით ადრე. პირველი მიღება – აუცილებლად უზმოზე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ წელიწადში 2-ჯერ ჩაიტარებთ 1 თვიან კურსს.
მიგიღიათ კაკლის ნაყენი სამკურნალო მიზნით? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით.