იცოდით, რომ ქვეცნობიერად იმ კრისტალებისკენ მიილტვით, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდებათ?
შეხედეთ ფოტოს და აირჩიეთ სასურველი კრისტალი.
ის ქვა, რომლის მიმართაც ლტოლვას იგრძნობთ მოცემულ მომენტში, მეტყველებს ცხოვრებაში თქვენს მდგომარეობაზე.
- დალმატინური იასპი
ეს კრისტალი მხიარულებასა და იუმორს აღნიშნავს. თქვენ კმაყოფილი ხართ საკუთარი ცხოვრებით და, იმედგაცრუებისა და შფოთვის პერიოდის შემდეგ, მზად ხართ ბედნიერებისათვის.
თქვენი იუმორის გრძნობა ცხოვრებაში ყველაზე რთულ მომენტებსაც კი გიმარტივებთ, გეხმარებათ პრობლემებთან და სირთულეებთან გამკლავებაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის აღმოფხვრაში. - წითელი ხის ვულკანური შუშა
ეს არჩევანი ნიშნავს, რომ მზად ხართ უარყოფით ჩვევებზე უარის სათქმელად და ბედნიერებისთვის კარის გასაღებად. თანდათან გაიაზრებთ, რომ სხვა ადამიანები თქვენზე უფრო ბედნიერი არ არიან.
სხვებსაც აქვთ თავიანთი პრობლემები, მიუხედავად იმისა, რამდენად ახერხებენ ამის გამოხატვას. სიბრაზე, შური და სხვა ნეგატიური ემოცია წამლავს თქვენს ცხოვრებას და მათზე აუცილებლად უნდა თქვათ უარი. - ოპალი
ეძებთ თავისუფლებასა და ადგილს, სადაც საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენასა და გრძნობების დამშვიდებას შეძლებთ.
ეს ღრუბლისებრი კრისტალი იმას მეტყველებს, რომ საკუთარი მოსაწყენი ყოველდღიური ცხოვრებით არ ხართ კმაყოფილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც რიგზე ვერაა, უბრალოდ გრძნობთ, რომ იგი იმდენად აქტიურად არ მოძრაობს, როგორც თქვენ გინდათ.
უნდა გამონახოთ დრო სტრესთან გამკლავებისა და მარტო ყოფნისათვის. ეს საკუთარ თავში შთაგონების პოვნის საშუალებას მოგცემთ. - ქაულიტი
ეს კრისტალი იმას ნიშნავს, რომ “სხვა მხრიდან” შეტყობინება მიიღეთ, იქნება ეს სიზმრის, ხილვის თუ განმეორებადი სიტყვებისა და ციფრების გზით.
უნდა მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას, რამდენადაც იგი ფარულად მიგიძღვებათ გარკვეული მიმართულებით. თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ესე იგი, საკუთარ შინაგან ხმას არ უსმენთ. - მზის ქვა
თუ ეს კრისტალი აირჩიეთ, ესე იგი ბოლოს და ბოლოს შეძელით დადებითად ფიქრი. მზის ძალა ზრდის თქვენს ენერგიას, აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ამცირებს შიშსა და სტრესს.
მზის ქვა ასოცირდება წარმატებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. უბრალოდ ერთი წამით შეჩერდით და კონცენტრირდით დადებით შეგრძნებებზე. თქვენ განიცდით გულწრფელ სიხარულს, რადგან თქვენთვის ძვირფას ადამიანებს უყვარხართ, ისინი ძალებს გაძლევენ, რაც თქვენთვის ასე აუცილებელია ნებისმიერი პრობლემის გადასალახავად. - მწვანე მალაქიტი
თქვენ უდიდეს ცხოვრებისეულ ტრანსფორმაციას განიხდით. საქმე არ ეხება სამსახურს ან პირად ურთიერთობებს. კრისტალი უფრო ღრმა ცვლილებებს ასახავს – სულიერ ევოლუციასა და წარსული გამოცდილების გამოთავისუფლებას.
თქვენ სწავლობთ საკუთარი თავის დაფასებას და იაზრებთ დასვენების აუცილებლობას. ეს ქვა ასოცირდება მატებასა და აყვავებასთან, ამიტომ წარმატება და იღბალი გარანტირებული გაქვთ. კრისტალი, ასევე, შეიძლება არაჯანსაღი ურთიერთობების დასასრულსა და ნამდვილი სიყვარულის დასაწყისსაც ნიშნავდეს.