ნიშნები, რომელთაც ორგანიზმი გვიგზავნის, როდესაც წყალს არასაკმარისად ვიღებთ და სხეული გაუწყლოებულია

4807

წყალი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის 60%-ზე მეტი წყლისგან შედგება. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენი სხეული სათანადოდ არ არის ჰიდრარტირებული და დატენიანებული, თავი შეიძლება იჩინოს მრავალმა დარღვევამ და პრობლემამ.

რამდენხანს შეგვიძლია სიცოცხლე წყლის გარეშე?

რაც არ უნდა დაუერებლად ჟღერდეს, ჯანსაღ ადამიანს შეუძლია იცოცხლოს საკვების გარეშე დაახლოებით 90 დღე, მაშინ როდესაც ფატალური შედეგი გარდაუვალია, თუ სასმელ წყალს ან ნებისმიერ სხვა სითხეს 4-5 დღის განმავლობაში არ მივირთმევთ.

როგორ მივხვდეთ, რომ წყალს არასაკმარისი რაოდენობით ვსვამთ? 

არსებობს არაერთი ნიშანი და სიმპტომი, რომელიც მიგვითითებს იმაზე, რომ წყალს არასაკმარისი რაოდენობით ვსვამთ და ჩვენი სხეული გაუწყლოებულია.

სხეულის მომატებული ტემპერატურა, მავნე ნარჩენების დაგროვება და ვირუსული ინფექციები ზრდის ორგანიზმის გაუწყლოების რისკს, რის გამოც ავადმყოფობის დროს აუცილებლად უნდა მივირთვათ ნორმაზე მეტი წყალი.

ახლა კი გაგაცნობთ სიმპტომებს, რომლებიც დეჰიდრარტირებაზე მიგვანიშნებს:

  • თვალების შეშუპება;
  • სიმშრალე პირის ღრუში;
  • ზედმეტად მუქი ფერის შარდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უსიამოვნო სუნი;
  • წყურვილის მუდმივი შეგრძნება;
  • კანის ელასტიურობის დაქვეითება;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • საშარდე გზების ინფექციები;
  • თირკმელებში კენჭების ფორმირება;
  • კუნთების სპაზმები;
  • სუნთქვის გართულება;
  • ყაბზობა;
  • თავის ტკივილი;
  • კანის გამოშრობა;
  • თმის ცვენა.

როგორ ავირიდოთ თავიდან ორგანიზმის გაუწყლოება?

თქვენი სხეულის მასის ყოველ 1 კილოგრამზე უნდა დალიოთ 30 მლ წყალი. მაგალითად, თუ იწონით 80 კილოგრამს, დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ საშუალოდ 2,4 ლიტრი სითხე. ჩაი, ყავა, ტკბილი სასმელები და ალკოჰოლი არ განიხილება!

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობით წყლის მირთმევა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის. ის უნდა სვათ პატარ-პატარა ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში. სითხის დიდი ნაწილი უნდა მიიღოთ დღის პირველ ნახევარში.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რადგან ორგანიზმის დეჰიდრარტაცია სახუმარო ნამდვილად არ არის. ის შეიძლებ საფუძვლად ჩაეყაროს მრავალი სერიოზული პრობლემისა და დაავადების განვითარებას.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!