შემოგთავაზებთ კისელით მომზადებული უგემრიელესი, ფაფუკი და ნაზი ღვეზელის რეცეპტს. გემო დამოკიდებულია კისელზე. რომელი ხილის კისელსაც გამოიყენებთ, დესერტსაც შესაბამისად იმ ხილის არომატი და გემო ექნება.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 3 ცალი
- მარგანინი ან კარაქი 180 გრ
- კისელი (1 შეფუთვა) 220 გრ
- 1 ჩ. კ. სოდა/ძმრით
მომზადების წესი:
- კისელის ფხვნილი ჩაყარეთ თასში.
- მარგანინი გაადნეთ, გააგრილეთ და შეურიეთ კისელის ფხვნილს. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, სოდა, გაცრილი ფქვილი და კოვზით მოურიეთ. თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ შაქარიც.
- მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
ძალიან გემრიელია ატმის ან მარწყვის კისელით მომზადებული ღვეზელი. გემრიელად მიირთვით!