მოხარშული შექსქელებული რძით გაჯერებული ეს რულეტი უგემრიელესია, თანაც მარტივად მოსამზადებელი

840

შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. მოხარშული შესქელებული რძით გაჯერებული რულეტი ძალიან მოგეწონებათ. ნაზი და ფაფუკი ბისკვიტი მარტივად იხვევა როგორც ცხელი, ისე ცივი.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 5 ცალი
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ვანილი 1 შეფუთვა

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კარაქი 100 გრ
  • მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ღუმელი ჩართეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით კარაქი.
  3. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
  4. დაამატეთ თაფლი, გამაფხვიერებელი, ვანილი, ფქვილი და ცომი მზადაა.
  5. მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე და შედეთ ცხელ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი.
  6. ბისკვიტის გამოცხობამდე მოხარშულ შესქელებულ რძეს შეათქვიფეთ კარაქი.
  7. მზა ბისკვიტს მოაძვრეთ ქაღალდი და ცხელივე გადაახვიეთ რულეტივით. ასე გადახვეული გააჩერეთ ცოტა ხანს. შემდეგ გაშალეთ და ჩამოაჭერით ნააპირები. ნაპირები დაფშხვენით.
  8. ბისკვიტს წაუსვით კრემი და გაადახვიეთ. კრემი წაუსვით ზემოდან და მოაყარეთ ნაფშხვენები.

რულეტი ცოტა ხანს გააჩერეთ ან შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!