ხრაშუნა ორცხობილა “ყურები”. მომზადების სიმარტივე და არომატი – ის, რაც ასე ძალიან მხიბლავს

4884

გემრიელი ორცხობილების მარტივი რეცეპტების ძებნაზე ჩვენ ხშირად უფრო დიდი დრო გვეხარჯება, ვიდრე თავად დესერტის მომზადებაზე, რაც ნებისმიერ დავალებას კიდევ უფრო ართულებს. თუ ჯერ არ იცით, რა მოამზადოთ ისეთი, რომ გაახაროთ ოჯახის აბსოლუტურად ყველა წევრის გული ან გაუმასპინძლდეთ სტუმრებს, რომლებიც ეს-ესაა უკვე გეწვევიან, ძალიან გაგიმართლათ! დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ უგემრიელესი, ძალიან ჰაეროვანი და, ამავდროულად, ხრაშუნა ორცხობილების, ე.წ. “ყურების” მომზადების საოცრად იოლ რეცეპტს.

თუ ცომთან ურთიერთობა თქვენი მთავარი კოზირი არ არის, გემრიელი დესერტის მომზადება კი ძალიან გსურთ, არჩევანი აუცილებლად უნდა შეაჩეროთ ჩვენს დღევანდელ რეცეპტზე.

ინგრედიენტები:

  • 150 გრამი ნიგოზი
  • 100 გრამი ყავისფერი შაქარი
  • 400 გრამი ფენოვანი ცომი
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება:

1. ბლენდერის გამოყენებით მსუბუქად დაფქვით ნიგოზი შაქრის მთლიანი რაოდენობის ნახევართან ერთად. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ფენოვანი ცომის მთლიან ზედაპირზე და ხელებით ზემოდან მსუბუქად დააწექით, რათა შიგთავსი ცომში ოდნავ ჩავიდეს. ორივე კუთხიდან ცენტრისკენ შეახვიეთ ფენოვანი ცომი რულეტის მსგავსად.

2. შეხვეული ცომი დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად (თითო ნაჭერი დაახ. 1,5 სმ) რაც შეიძლება ბასრი დანით და გაანაწილეთ ფორმაზე, რომელშიც საცხობი ქაღალდი გაქვთ ჩაფენილი.

3. შაქრის მეორე ნახევარი და დარიჩინი (სურვილისამებრ) შეურიეთ ერთმანეთში და კარგად მოაყარეთ ზემოდან გამოსაცხობად გამზადებულ ორცხობილებს. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.

როგორც თავად ნახეთ, უგემრიელესი ფენოვანი ორცხობილების მომზადება საკმაოდ მარტივია და ამ დავალებას იოლად გაართმევთ თავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამზარეულოსთან და ღუმელთან ხშირად არ ურთიერთობთ.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან!