როგორ დავახევინოთ ფრჩხილის სოკოს უკან 2-3 პროცედურაში

55516

ფრჩხილის სოკო – უამრავი ადამიანისათვის კარგად ნაცნობი პრობლემა, რომელიც უდიდეს დისკომროტს გვიქმნის. როგორც მოგეხსენებათ, სოკოვანი ინფექციის სრულიად განკურნება იოლი ნამდვილად არ არის. იმისათვის, რომ ბოლომდე გათავისუფლდეთ ამ პრობლემისაგან, აუცილებელია მონდომება, მოთმინება, დრო და არც თუ ისე მცირე ძალისხმევა.

დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ ფრჩხილის სოკოს სამკურნალო 3 საკმაოდ ეფექტურ და მრავალჯერ გამოცდილ საშუალებას. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს 

საშუალება №1 

ძალიან ეფექტური საშუალებაა ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ ნოვოკაინი. შეაჩერეთ არჩევანი 2%-იან ხსნარზე, დაასველეთ კარგად ბამბის დისკი, დაიფინეთ ფრჩხილებზე და დაიტოვეთ მთელი ღამით. რამდენიმე პროცედურაში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ!

საშუალება №2 

კიდევ ერთი საკმაოდ იოლი და ეფექტური მეთოდი ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ, მახორკის გამოყენებაა. დიახ, არ მოგესმათ… ერთ ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი დაბალი ხარისხის თუთუნი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩაასხით ტაშტში. ახლა კი შეუდექით ფეხების დაორთქვლას ამ ნარევით იქამდე, სანამ ის ჯერ კიდევ ცხელია. პროცედურის ხანგრზლივობა – ნახარშის გაციებამდე. ფეხების დაორთქვლის შემდეგ არ შეიმშრალოთ კანი პირსახოცით.

საშუალება №3 

აავსეთ ტაშტი ცხელი წყლით და დაუმატეთ მას 5-10 წვეთი კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) ან იოდი. მოათავსეთ ფეხები ცხელ აბაზანაში რამდენიმე წუთით, შემდეგ შეიმშრალეთ. პროცედურის ბოლოს არაჩვეულებრივი იქნება, თუ დაინფიცირებულ ფრჩხილებსა და კანს ნივრის წვენით დაიმუშავებთ. გამოიყენეთ ეს საშუალება ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.

სამივე საშუალება მართლაც რომ ძალიან ეფექტურია, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. აუცილებლად გვიამბეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ძალიან დაგვეხმარებით!