თუ ქუსლების ტკივილი თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, გამოიყენეთ ეს საშინაო საშუალებები

0
1826

ქუსლების ტკივილმა არაერთი მიზეზის გამო შეიძლება იჩინოს თავი. ყველაზე გავრცელებული ამ მიზეზებს შორის არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება და ზედმეტი დატვირთვაა.

თუ ამ უსიამოვნო პრობლემას ოდესმე შეუწუხებიხართ, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული ის. მარტივი საშინაო საშუალებები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, სწრაფად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებებს.

საშუალება №1 – ვაშლის ძმარი

ყველას არაერთხელ გვსმენია ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ. ვაშლის ძმარი მართლაც რომ უნიკალური პროდუქტია, რომელიც გამოიყენება არაერთი დაავადების სამკურნალოდ.

დაგჭირდებათ:

  • 2 ჩაის ჭიქა წყალი (500 მლ)
  • 1/2 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი (125 მლ)

ინსტრუქცია:

  1. აადუღეთ წყალი და ჩაასხით ტაშტში.
  2. დაუმატეთ წყალს ვაშლის ძმარი.
  3. მომზადებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 15 წუთით.
  4. ტკივილი სწრაფადვე გაივლის!

საშუალება №2 – ინგლისური მარილი

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კიდურებში ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნების დასამარცხებლად ინგლისური მარილია. ეს პროდუქტი მდიდარია მაგნიუმისა და სულფატის მარილებით, რომლებიც შეიწოვება ჩვენს კანში და გარდა ტკივილისა, ამცირებს შეშუპებასაც.

დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჩაის ჭიქა ინგლისური მარილი
  • 3 ჩაის ჭიქა წყალი (750 მლ)

ინსტრუქცია:

  1. ჩაასით ტაშტში ცხელი წყალი და ჩაყარეთ ინგლისური მარილი.
  2. ურიეთ კრისტალების სრულ გახსნამდე.
  3. მოათავსეთ ფეხები ამ აბაზანაში 15-20 წუთით.
  4. ტკივილი და შეშუპება სწრაფადვე გაქრება!

საშუალება №3 – სლბი და ვაშლის ძმარი

თუ ვაშლის ძმარს დაუმატებთ სალბს, რომელიც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა, მიიღებთ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც სწრაფად მოგიხსნით ტკივილს და გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

დაგჭირდებათ:

  • სალბის 6 ცალი ფოთოლი
  • 1/2 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი (125 მლ)

ინსტრუქცია:

  1. დაფქვით სალბის გამომშრალი ფოთლები.
  2. ქვაბში ჩაასხით ვასლის ძმარი და ჩაყარეთ დაფქული ფოთლები.
  3. როდესაც ნარევი წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და მიეცით დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად.
  4. მიღებულ საშუალებაში ჩაალბეთ რბილი ქსოვილი, დაიფინეთ მტკივან ქუსლზე და დაიფიქსირეთ დოლბანდით.
  5. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 2 საათით.
  6. თუ 1 კვირის განმავლობაში ამ პროცედურას დღეში 2-ჯერ ჩაიტარებთ, ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება თქვენთვის სრულიად უცხო გახდება.

საშუალება №4 – ზეითუნის და მიხაკის ზეთი

მიხაკის ზეთი მდიდარია აქტიური ნივთიერებით, ევგენოლით, რომელელიც ფლობს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ის უნდ განაზავოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით, რათა თავიდან აირიდოთ კანის გაღიზიანება.

დაგჭირდებათ:

  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი მიხაკის ზეთი

ინსტრუქცია:

  1. შეურიეთ ორივე კომპონენტი ერთმანეთში და ოდნავ შეათბეთ მიკროტალღური ღუმელის დახმარებით.
  2. ნელი წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ ეს ნარევი ქუსლებში, ამოიცვით წინდები და მოკალათდით კომფორტულად.
  3. თუ პროცედურას დღეში ორჯერ ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში გათავისუფლდებით უსიამოვნო შეგრძნებებისგან.

საშუალება №5 – ვაზელინი და კაიენის წიწაკა

კაპსაიცინი, რომელსაც შეიცავს კაიენის წიწაკა, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით გამორჩეული შენაერთია. რაც შეეხება ვაზელინს, ის არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს და ეხმარება აქტიურ ნივთიერებებს შეწოვაში.

დაგჭირდებათ:

  • 3 სუფრის კოვზი ვაზელინი
  • 1/2 ჩაის კოვზი კაიენის წიწაკა

ინსტრუქცია:

  1. ოდნავ შეათბეთ ვაზელინი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.
  2. დაუმატეთ მას კაიენის დაფქული წიწაკა და კარგად მოურიეთ.
  3. მომზადებული საშუალება კარგად შეიზილეთ ქუსლებში.
  4. ჩაიტარეთ პროცედურა დღესი 2-ჯერ, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ უსიამოვნო შეგრძნებებისგან.

თუ ქუსლების ტკივილი თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალებები. მათი ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.