4 საშინაო საშუალება, რომელიც შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას ფრჩხილის სოკოს (ონიჰომიკოზის) დროს

2732

ფრჩხილის სოკო (ონიჰომიკოზი) – საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომლისგანაც პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იტანჯება. თუ პრობლემას სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, ჩვენი ფრჩხილის პლასტინის დეფორმაცია და გაყვითლება გარდაუვალი იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა მარტივი ნამდვილად არ არის. იმისათვის, რომ ბოლომდე გათავისუფლდეთ ამ მზაკვარი დაავადებისგან, გჭირდებათ დრო და მოთმინების უნარი.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 4 მოქმედ საშუალებას, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ფრჩხილის სოკოს მკურნალობაში. უკვე რამენიმე პროცედურაში უსიამოვნო სიმპტომები აუცილებლად შემცირდება.

როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს?

1. ჩაის ხის ზეთი

ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით მდიდარი ეს ზეთი გამოირჩევა სოკოს საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებით.

კარგად დაასველეთ ბამბის დისკი ჩაის ხის ზეთით და შეუდექით დაინფიცირებული ფრჩხილების დამუშავებას. ჩაიტარეთ ეს პროცედურა რაც შეიძლება ხშირად, რათა მინიმალურ ვადაში გათავისუფლდეთ უსიამოვნო შეგრძნებებისგან.

2. თავშავას (ორეგანოს) ზეთი

თავშავას ზეთი – სოკოს საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებით გამორჩეული კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ონიჰომიკოზის მკურნალობაში.

2 წვეთ თავშავას ზეთს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული საშუალებით ყოველდღიურად დაიმუშავეთ დაინფიცირებული ფრჩხილები. სასიამოვნო ცვლილებებს ძალიან მალე შენიშნავთ!

3. ძმარი

ძმარი მჟავა პროდუქტია, რომლის დახმარებითაც ეფექტურად შეგიძლიათ ებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს. კარგი იქნება, თუ სამკურნალო მიზნებისთვის არჩევანს ვაშლის ძმარზე შეაჩერებთ.

მოათავსეთ ფეხები შემდეგ აბაზანაში 20 წუთით: 1 ლიტრ თბილ წყალში დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.

4. ნიორი

კიდევ ერთი ძალიან ეფექტური საშუალება, რომელიც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას ონიჰომიკოზის დროს, ნიორია. მისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია.

დასრისეთ რამდენიმე კბილი ნიორი და მიღებული ფაფა დაიტანეთ დაინფიცირებულ ფრჩხილებზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

თუ მკურნალობის ტრადიციული მეთოდების გამოყენების გარდა, ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ ინფორმაციას გაითვალისწინებთ და დაინფიცირებულ ფრჩხილებს რეგულარულად ამ პროდუქტებით დაიმუშავებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს!