ხელმისაწვდომი ზეთი, რომელსაც გააჩნია ლაქებისა და ნაოჭების შემცირების უნარი. მარტივი და სასიამოვნო პროცედურა კმაყოფილს დაგტოვებთ

30272

ჩვენი კანი მუდმივად განიცდის გარემოს მავნე ფაქტორების ზეგავლენას, რის გამოც ის კარგავს უწინდებურ სილამაზეს, სიგლუვესა და სიმტკიცეს.

ქალბატონების უმრავლესობა მზად ვართ, გავიღოთ უდიდესი ხარჯები, რათა მაქსიმალურად შევანელოთ დაბერების პროცესი და შევინარჩუნოთ სიალამაზე დიდი ხნით.

ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და პროდუქტების გამოყენება გამოსავალი ნამდვილად არ არის. პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენას, უნდა დაუთმოთ ყურადღება სწორ კვებას, სხეულის დატენიანებას და ა.შ.

ამ რჩევების გათვალისწინების პარალელურად, კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ ხელმისაწვდომ მცენარეულ ზეთს, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ. ის საგრძნობლად შეამცირებს ნაოჭებს და თავიდან აგარიდებთ სამომავლოდ მათ გაღრმავებას, გარდა ამისა, დაუბრუნებს კანს სიმტკიცეს და გააღიავებს პიგმენტურ ლაქებს, რაც იშვიათ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ეს ძლიერმოქმედი საშუალება, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე, ქოქოსის ზეთია!

როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი სიბერის შესანელებლად?

პირბელ რიგში, კარგად დაიბანეთ სახე თბილი წყლით და ფრთხილად შეიმშრალეთ პირსახოცით. თბილი წყალი გააფართოვებს ფორებს, რაც სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას გაადვილებს.

გაადნეთ მცირეოდენი ქოქოსის ზეთი წყლის აბაზანაზე და ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე, კისერზე და დეკოლტის ზონაზე. ერთი საათის შემდეგ მოიშორეთ ის ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით. შეგიძლიათ, ის მთელი ღამითაც დაიტოვოთ.

ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურა ყოველ საღამოს, რათა ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები იხილოთ.

როგორ უვლით სახის კანს თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება – ასე ძალიან დავეხმარებით ერთმანეთს!