როგორ გავიწმინდოთ სისხლი და სისხლძარღვები ბოლომდე, რათა თავიდან ავირიდოთ სერიოზული დაავადებები

1295

ჩემი უფროსი ძმა ექიმ-კარდიოლოგია, რომლისგანაც საკმაოდ ხშირად ბევრ საინტერესო რჩევას ვიღებ. სამედიცინო სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანი დაგიდასტურებთ, რომ სწორედ სისხლის სისუფთავეზე და შემადგენლობაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი.

როგორ უნდა გავიწმინდოთ სისხლი? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში მედიცინამ განვითარების საოცრად მაღალ ნიშნულს მიაღწია და უკვე არსებობს სისხლის გასაწმენდი არაერთი სპეციალური მეთოდი, სხვადასხვა ხალხური, ნატურალური საშუალებები პოპულარობას არ კარგავს.

გირჩევთ, მაქსიმალურად მოერიდოთ სპეციალური აბების მიღებას, რომელთათვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

როდესაც ძლიერი მოწამვლის შემდეგ დედას ფეხზე წამოდგომაც კი უჭირდა, უფროსმა ძმამ მას სწორედ ბალახეულის ნაყენით უმკურნალა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე ჩაღეჭეთ 1 ჩაის კოვზი გამომშრალი, დაფქული ბაყაყურა და დააყოლეთ 1/3 ჩაის ჭიქა ბირკავას ნაყენი.

როგორ მოვამზადოთ ბირკავას ნაყენი?

  1. 1 ჩაის კოვზ გამომშრალ და დაფქულ ბირკავას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი.
  2. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე.
  3. როდესაც ნარევი წამოდუღდება, დააფარეთ ჭურჭელს თავსახური და ხარშეთ ის 2 წუთის განმავლობაში.
  4. გამორთეთ ცეცხლი და დააყოვნეთ ეს საშუალება 2 საათით.

ყოვედღიური პროცედურებიდან რამდენიმე კვირაში დედა ბოლომდე გამოჯანმრთელდა. ჩემი უფროსი ძმის მტკიცებით, ბაყაყურასა და ბირკავას ბალახები მართლაც რომ შეუდარებელი საშუალებაა სისხლის ბოლომდე გასასწმენდად და მისი შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. ბაყაყურა შეიცავს საკმაოდ იშვიათ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, სილიმარინს, და კიდევ დაახლოებით 12 სამკურნალო კომპონენტს, რომლეთაც ჩვენი ორგანიზმიდან ტოქსინების მოშორების უნარი გააჩნია.

რაც შეეხება ბირკავას ნაყენს, ის რამდენჯერმე ზრდის ბაყაყურას სამკურნალო პოტენციალს და ბოლომდე ააქტიურებს მას.