რამდენი ასანთის ღერია ფოტოზე? 99% ამ დავალებას თავს ვერ გაართმევს

1257

გსურთ, გააკეთოთ პატარა პაუზა და ცოტათი გაავარჯიშოთ თქვენი ტვინი? თქვენთვის პატარა თავსატეხი მოვამზადეთ… ერთი შეხედვით, აქ რთული არაფერია, თუმცა მერწმუნეთ, ამ დავალებას ადამიანების 99% თავს ვერ ართმევს. ვნახოთ, თუ შეძლებთ თქვენ…

კარგად დააკვირდით ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოს და დათვალეთ, რამდენ ასანთის ღერს ხედავთ. მოიკრიფეთ ყურადღება და კარგად დააკვირდით, ყველაფერი არც ისე მარტივად არის, როგორც თქვენ გეჩვენებათ.

თუ 10 ასანთის ღერი დათვალეთ, მეორე შანსს გაძლევთ… კიდევ ერთხელ კარგად გადაავლეთ თვალი ფოტოს. დავალება რომ გაგიმარტივოთ, თქვენთვის სანთებელის ანარეკლსაც გავაქრობთ.

შევეცდები გამოვიცნო და გეტყვით, რომ ახლა თქვენ ასანთის 8 ღერი დათვალეთ და კვლავ ძალიან ცდებით! კიდევ ვერ მიხვდით, რაშია საქმე, არა? მაშინ წაიკითხეთ ახსნა ქვემოთ.

სინამდვილეში, ამ ფოტოზე გამოსახულია ასანთის 7 მთლიანი ღერი და ერთი ნახევარი. რატომ? ასანთის ღერი, რომელიც სანთებელის უკან მარჯვენა ქვედა მხარეს დევს, მთლიანი ვერ იქნება. დაკვირვებული თვალი მაშინვე შეამჩნევდა, რომ მთლიანი ასანთის ღერი ასეთ მდგომარეობაში სანთებელის უკან ფიზიკურად ვერ დაეტეოდა…

ახლა ფიქრობთ, რომ პასუხი 7.5-ია, არა? ეს კვლავ მცდარი მოსაზრებაა, რადგან ერთი პატარა დეტალი ისევ გამოვტოვეთ… თუ სანთებელას კარგად დააკვირდებით, დაინახავთ მე-8 ასანთის ანარეკლსაც. სწორედ ამიტომ, ამ ფოტოზე გამოსახულია არა 10 ან 7, არამედ ასანთის 8 მთლიანი და 1 ნახევარი ღერი, ანუ სწორი პასუხია 8.5.

მოგეწონათ თავსატეხი? რა იყო თქვენი პასუხი? აუცილებლად მოგვიყევით ამის შესახებ.