სხეულის მოხატვის ხელოვნება პირადად ჩემში სასიამოვნო შეგრძნებებსა და დიდ გაოცებას იწვევს. გერმანელი მხატვარი იორგ დუსტერვალდი ნამდვილი ოსტატია ამ კუთხით. მისმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტ სივრცეში. მხატვარმა ამ ფოტოზე საკუთარ მიმდევრებს დამალული ქალბატონის პოვნა დაავალა. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ამ მარტივ დავალებას თავი ძალიან ბევრმა ვერ გაართვა. შეძლებთ თქვენ?
თუ ქალბატონის დანახვა 5 წამში ან უფრო მოკლე დროში შეძელით, თქვენი ტვინი ნამდვილად განსაკუთრებულია!
ახლა კი ცოტა გავართულოთ დავალება… ქვემოთ იხილავთ კიდევ რამდენიმე ფოტოს, რომელზეც ქალბატონია დამალული. მოიკრიფეთ ყურადღება და შეეცადეთ, სწრაფად გაართვათ თავი ამ დავალებას.
შეძელით ყველა ფოტოზე ქალბატონის პოვნა? გილოცავთ, თქვენ ნამდვილად ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ბრძანდებით და ტვინიც არაჩვეულებრივად გიმუშავებთ.
ახლა კი შეხედეთ ამ ფოტოს. თქვენ ნათლად ხედავთ ერთ ქალბატონს, თუმცა მეორე მანდილოსანი იმდენად კარგად იმალება, მისი დანახვა მართლაც რომ ძალიან რთულია.
მოგეწონათ ეს სახალისო თავსატეხი? აუცილებლად მოგვიყევით, რამდენად კარგად გაართვით თავი ამ არც თუ ისე მარტივ დავალებებს.