ნაწლავებს ბოლომდე გაიწმენდთ და წნევის მკვეთრი ცვლილებები აღარ შეგაწუხებთ, თუ თაფლსა და ვაშლის ძმარს სწორად მიიღებთ

81991

ვაშლის ძმრისა და თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. რა მოხდება, თუ ამ ორ ინგრედიენტს ერთმანეთში შევურევთ? ჩვენ მივიღებთ სამკურნალო საშუალებას, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემისა და ორგანოს მუშაობაზე.

თაფლისა და ვაშლის ძმრის კომბინაცია წმენდს ჩვენს ნაწლავებს ტოქსინებისა და წიდებისგან, აწესრიგებს საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ანადგურებს ორგანიზმში ბინადარ პარაზიტებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

მოცემული ნარევი მდიდარია კალიუმითა და მაგნიუმით – ორი ელემენტი, რომელიც ხელს გვიწყობს წნევისა და სისხლში ნატრიუმის დონის დარეგულირებაში.

როგორ მოვამზადოთ და მივიღოთ ნარევი სწორად? 

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: 

  • 250 გრამი თბილი ანადუღარი წყალი
  • 2 ს.კ. ნატურალური თაფლი
  • 2 ს.კ. ვაშლის ძმარი

ინსტრუქცია: 

  1. 250 გრამ თბილ, ანადუღარ წყალში დაამატეთ თაფლი, ვაშლის ძმარი და ურიეთ კარგად ინგრედიენტების სრულ გახსნამდე.
  2. მზა სასმელი დააყოვნეთ მთელი ღამით და მიირთვით ის დილით, საუზმობამდე 15 წუთით ადრე.

მოცემული სასმელი არაჩვეულებრივია იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ. სხეულის ტოქსინებისგან გაწმენდისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარების ხარჯზე, ცხიმოვან ფენებს სხეულის პრობლემური მონაკვეთებიდან გაცილებით მარტივად მოიშორებთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც და აუცილებლად გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ – ასე ძალიან დაგვეხმარებით!