კურკუმა სამკურნალო სანელებელია. მას ინდოეთში ყვითელ ოქროს ეძახიან. კურკუმას შემდგენლობაში შედის B, B1, B2, B3, B6, B9, E, K, C_ ვიტამინები, ცინკი, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, ეთერზეთები, კურკუმინი.
სანელებელი ძალიან სასარგებლოა კანისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ მწერიების ნაკბენის, ნაკაწრების, სისხლჩაქცევების, დამწვრობისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. აქვს ამქერცლავი ეფექტი. კურკუმას გამოყენების შემდეგ თქვენი კანი თითქოს გარდაიქმნება.
შემოგთავაზებთ კურკუმას ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი აშორებს მკვდარ უჯრედებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, კვებავს კანს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კურკუმა 2 ს. კ.
- ცოტა წყალი
მომზადების წესი:
კურკუმას დაამატეთ ცოტა წყალი, უნდა მიიღოთ საშუალო სისიქის ფაფისებური მასა.
გამოყენების წესები:
ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახისა და კისრის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად წყალი ჩაანაცვლეთ რძით და დაამატეთ ცოტა, ჩაის კოვზამდე, თაფლი (თუ თაფლზე ალერგია გაქვთ არ გამოიყენოთ). ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი მსუბუქი წრიული მოძრაობებით წაისვით სახისა და კისრის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი.