გამოიყენეთ საშინაო საშუალება ღუმელისა და გაზ-ქურის გასაწმენდად. ის გაანადგურებს უსიამოვნო სუნს, მავნე მიკრობებსა და ბაქტერიებს

6455

გაზ-ქურისა და ღუმელის წმენდა – დავალება, რომელსაც დიასახლისები ხშირად ვარიდებთ თავს, რადგან ის საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

ღუმელის შიდა კედლების რეგულარულად წმენდა აუცილებელია, რათა დავიზღვიოთ თავი ლაქებისა და უსიამოვნო სუნის გაჩენისგან.

საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების ნაცვლად, გირჩევთ, მიმართოთ დახმარებისათვის საშინაო საშუალებას, რომლის მომზადებსაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით. მისი დახმარებით მარტივად გააპრიალებთ ღუმელს და მოაშორებთ უსიამოვნო სუნს. პირობას გაძლევთ, ნამწვავისა და უსიამოვნო სუნისგან კვალიც არ დარჩება.

საშინაო საშუალება გაზ-ქურისა და ღუმელის გასაწმენდად

დაგჭირდებათ:

  • 4 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი საშუალება
  • 100 მლ ლიმონის წვენი
  • 200 მლ ძმარი
  • დაახ. 1 ლიტრი თბილი წყალი

ინსტრუქცია:

  1. დაგჭირდებათ სპრე-ბოთლი.
  2. მოათავსეთ მასში ყველა კომპონენტი და კარგად შეანჯღრიეთ.
  3. ისინი ერთმანეთში ბოლომდე უნდა გაიხსნას.
  4. მიაპკურეთ მომზადებული საშუალება ღუმელის კედლებზე ან ქურის ზედაპირზე, დატოვეთ დაახლოებით 1 საათით და შემდეგ გაწმინდეთ რბილი ქსოვილით.

თქვენ არ მოგიწევთ საათობით ღუმელის წმენდა, რადგან ეს საშუალება მარტივად გაართმევს თავს ამ დავალებას. გამოიყენეთ ის და პირობას გაძლევთ, შედეგით ნასიამოვნები დარჩებით.

ღუმელისა და გაზ-ქურის ზედაპირის გასაწმენდად ამ მეთოდს პირადად საკმაოდ დიდი ხანია ვიყენებ. როდესაც მას თავად გამოცდით, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენება აღარ მოგინდებათ.

ძმარი და ლიმონის წვენი, რომელთაც ეს საშუალება შეიცავს, გარდა ზედაპირის გაპრიალებისა, გაანადგურებს მილიარდობით მავნე ბაქტერიასა და მიკრობს.