მუხლის სახსარი ნატურალურმა ნაზავმა აღმიდგინა. რამდენიმე წელია, ტკივილსა და დისკომფორტს აღარ შევუწუხებივარ

5155

სახსრებისა და ძვლების ტკივილი – პრობლემა, რომელსაც ასაკის მატების პარალელურად სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით. სამწუხაროდ, სიბერეს და ამ ბუნებრივი პროცესის თანმხლებ შეუქცევად პროცესებს ვერსად გავექცევით, თუმცა სხვადასხვა საჭირო და აუცილებელი ზომების მიღების შემთხვევაში, მდგომარეობის საგრძნობლად შემსუბუქება და გაუმჯობესება სავსებით შესაძლებელია.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები დღესდღეობით ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე, არაჯანსარი სტილის შედეგია.

თუ თქვენ დისკომფორტისა და ტკივილის უსიამოვნო შეგრძნებები გაწუხებთ, რაც შეიძლება მალე მიიღეთ საჭირო ზომები, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები. არასდროს იყოთ მხოლოდ იმის იმედად, რომ პრობლემა თავისით გაივლის – ასე სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიხვიდეთ.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ გამოცდილ საშუალებას, რომელიც ბოლომდე აღადგენს შემაერთებელ ქსოვილებს. თუ სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად ცადეთ ის. პირადად მე, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მუხლის სახსრის აღდგენასა და განკურნებაში მხოლოდ ეს საშუალება დამეხმარა.

როგორ აღვიდგინოთ სახსრები  

ინგრედიენტები: 

  • 2 ს.კ. ჟელატინი
  • 3 ს.კ. ქიშმიში
  • 4 ს.კ. სეზამის მარცვლები
  • 8 ს.კ. სელის დაფქული თესლი
  • 40 გრამი გოგრის თესლი
  • 200 გრამი თაფლი

ინსტრუქცია: 

  1. ყველა ინგრედიენტი, გარდა თაფლისა, მოათავსეთ ბლენდერში და დაფქვით.
  2. დაფქულ მასას დაასხით მოცემული რაოდენობით თაფლი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  3. მზა საშუალება გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

მიირთვით სამკურნალო ნარევი 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე.

სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული საშუალება მართლაც რომ ძალიან სასარგებლოა ჩვენი სახსრებისა და ძვლებისთვის. მისი მიღებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ!

ვიმედოვნებ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!