თმის საფარი შეგითხელდათ? პრობლემის მოგვარებაში უბრალო კეფირი დაგეხმარებათ

5094

შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი არის უნივერსალური საშუალება. შეგიძლიათ წაისვათ თმაზე, სახის კანზე, ხელებზე. არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. კვებავს და ატენიანებს თავის კანს, თმას მატებს მოცულობას, ანიჭებს მბზინვარებას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ასწრაფებს თმის ზრდას, არეგულირებს pH დონეს და იცავს თმას გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. აღარ შეგაწუხებთ ქერტლი, გაყოფილი ბოლოები.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 1 %-იანი ცხიმიანობის 3 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • თაფლი 1 ს. კ.
  • გახეხილი ჯანჯაფილი ან ფხვნილი 1 ს. კ.
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ. (ან ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი)

მომზადებისა და მოხმარების წესები:

  1. ოთახის ტემპერატურის კეფირს დაამატეთ დანარჩენი  კომპონენტები და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ  თავის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. 5 წუთის განმავლობაში იკეთებთ მასაჟს. შემდეგ გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 40 წუთი.
  2. შემდეგ ნიღაბი წაისვით სახის კანზე, ხელებზე. პროცედურის ბოლოს დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
  3. ნიღბის გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. მცირე ნაწილი წაისვით იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე ან მაჯაზე და დააკვირდით რამდენიმე წუთი. თუ არ მოჰყვა ალერგიული გამოხატულება, გაიკეთეთ ნიღაბი.
  4. ცხიმიანი თმისთვის გამოიყენეთ უცხიმო კეფირი, ხოლო მშრალი თმისთვის_ცხიმიანი.

ნიღბის შემადგენლობაში შედის ლიმონის წვენი, ამიტომ გაიკეთეთ ის საღამოს ან მოერიდეთ მზეზე გასვლას.