სოკო და ეგზემა რომ დაამარცხოთ, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა მიირთვათ 1 სუფრის კოვზი ქრისტესსისხლას წვენი. უკეთესი შედეგის მისაღებად და მკურნალობის პროცესის დასაჩქარებლად, შეგიძლიათ წვენით უშუალოდ სხეულის დაზიანებული მონაკვეთებიც დაიმუშავოთ. ქრისტესსისხლას კანზე წასმისას თქვენ ქავილის ძლიერი შეგრძნება შეგაწუხებთ, თუმცა ის მალევე გაივლის, რადგან წვენს კანი სწრაფადვე იწოვს და მალევე შრება. 3-5 წუთიანი ინტერვალებით წაისვით ქრისტესისხლას წვენი კანზე 3-ჯერ ან 4-ჯერ.
ეგზემისა და სოკოს მკურნალობის კურსი ქრისტესისხლას წვენით უნდა გაგრძელდეს 10 დღეს. საჭიროების შემთხვევაში კურსი უნდა გაიმეოროთ.
ქრისტესსიხლას წვენით მარტივად არის შესაძლებელი მეჭეჭების მოშორებაც. დილის 6 საათზე, 11 საათზე, შუადღის 4 საათზე და საღამოს 9 საათზე მიირთვით 1 სუფრის კოვზი წვენი და დააყოლეთ რამდენიმე ყლუპი წყალი. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 30 დღე. შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ 10 დღიანი შესვენება და კვლავ გაიმეოროთ კურსი. მეჭეჭებისგან კვალიც არ დარჩება!
ეს სამკურნალო მცენარე ძალზედ ეფექტურია ჰემორიის, ბუასილის წინააღმდეგ საბრძოლველადაც. ქრისტესსიხლას წვენში დასველებულ ბამბის დისკს ითავსებენ ნაწლავში და ბუასილიც წარსულში რჩება. პირველ საღამოს ტამპონი უნდა გაიჩეროთ 30 წუთით, მეორე საღამოს – 45 წუთით, მესამე საღამოს კი – 60 წუთით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ქრისტესსისხლას წვენით ეფექტურად ებრძვიან ბრონქალურ და გულის ასთამს. სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად 1 ლიტრ ქრისტესსისხლას წვენში უნდა ჩავამატოთ 100 მლ 96%-იანი სპირტი და მოვაყაროთ ზემოდან 1 ს.კ. მარილი. კარგად შეანჯღრიეთ ნარევი და შეინახეთ ის მაცივარში ქვედა თაროზე.
ასთმის სამკურნალოდ მზა ნაყენი უნდა მიირთვათ დღეში 4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ჩაის კოვზის ოდენობით (დააყოლეთ რამდენიმე ყლუპი წყალი). კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. 1 თვის შემდეგ აუცილებელია 10 დღიანი შესვენების გაკეთება და კურსის კვლავ გამეორება. საერთო ჯამში რეკომენდებულია 3 კურსის ჩატარება, რათა პრობლემა ძირფესვიანად აღმოიფხვრას.
როგორ მზადდება ქრისტესსისხლას წვენი?
სამკურნალო მცენარისგან წვენის გამოწურვამდე ის აუცილებლად უნდა გავრეცხოთ კარგად (როგორც ფოთლები, ასევე ფესვები), მოვაცალოთ გაყვითლებული ფოთლები და დავტოვოთ ჰაერზე გასაშრობად 2-3 საათით. გამშრალი მცენარე გაატარეთ ხორცსაკეპში და მიღებული ფაფისებრი მასისგან ბოლომდე გამოწურეთ წვენი რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან კაპრონის კოლჰოტის გამოყენებით. წვენი აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივრის ქვედა თაროზე.
რა უკუჩვენებებია დამახასიათებელი ქრისტესსისხლას წვენისთვის?
ქრისტესისხლა შხამიანი, მომწამვლელი მცენარეების ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, ამ მცენარის გამოყენებით მხოლოდ დადებით შედეგებს თუ მიაღწევთ.
დიდი ულუფითა და ხანგრძლივი პერიოდით ქრისტესსისხლას წვენი მიღებამ შეიძლება მიგვიყვანოს შემდეგ მოვლენებამდე: ხშირი თავბრუსხვევა, სიმძიმის განცდა კუჭში, წვის შეგრძნება და ჰალუცინაციები. თუ რომელიმე სიმპტომი შეგაწუხებთ, დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება ან მინიმუმამდე შეამციროთ ულუფა.
ქრისტესისხლას წვენი ამცირებს წნევას, რის გამოც მისი დამოუკიდებლად მიღება ჰიპერტონიის დროს არ არის რეკომენდებული. თუ მაინც გადაწყვეტთ ამ სამკურნალო მცენარის გამოყენებას, გააკეთეთ ეს აუცილებლად მხოლოდ პროფესიონალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ დისბაქტერიოზი გაწუხებთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ქრისტესსიხლას მიღებას.