იასამნის სპირტნაყენი ეფექტური საშუალებაა სახსრების ტკივილის, პოდაგრისა და რევმატიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოამზადეთ და გამოიყენეთ ის მარტივი ინსტრუქციით, რათა ხანმოკლე ვადაში შეიმსუბუქოთ მდგომარეობა.
გარდა მისი საოცარი სილამაზისა და სურნელისა, იასამანს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. მთავარია, იცოდეთ მისი სწორად გამოყენება.
საკმაოდ ხშირად იღებენ მის სპირტნაყენს თირკმელებში კენჭების არსებობის დროსაც, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ კენჭოვანი დაავადებები სახუმარო არ არის და პრობლემას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. თუ ფორმირებული კენჭები ზომაში 5 მილიმეტრს აღემატება, არც ცადოთ მათი გამოდევნა ხალხური რეცეპტების დახმარებით.
როგორ გამოვიყენოთ იასამნის სპირტნაყენი სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ?
ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს მინის ნახევარ ლიტრიანი ქილა გაავსეთ იასამნის ყვავილებით (არ დაპრესოთ), დაასხით იმ რაოდენობით არაყი, რომ შიგთავსი ბოლომდე დაიფაროს, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ერთი თვის განმავლობაში. დაყოვნებული მასა გადაწურეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. ყოველ საღამოს, დაძინების წინ კარგად დაიმუშავეთ კიდურები ამ ნაყენით.
პოდაგრის მკურნალობაში ძალიან დაგეხმარებათ შემდეგი ნაყენი: 2 ს.კ. გამომშრალ ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა სპირტი ან ოჯახის არაყი. დააყოვნეთ ის ბნელ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ). დაყოვნებული ნარევი გადაწურეთ. ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთვით ის 20 წვეთის ოდენობით (გახსენით მესამედ ჩაის ჭიქა წყალში).
ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად, კანის ანთების ჩასახშობად და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი ნაყენი: ლიტრიანი ქილა გაავსეთ ყვავილებით და დაასხით იმ რაოდენობით სპირტი ან არაყი, რომ მასა ბოლომდე დაიფაროს. დააყოვნეთ ორი კვირით (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ). შეიზილეთ ის რეგულარულად კანის დაზიანებულ მონაკვეთზე.
ეფექტურია ის გამონაყრის წინააღმდეგ საბრძოლველადაც. მომზადებული ნაყენი, რომელიც გამოდგება ჭრილობების სამკურნალოდ, გახსენით წყალში (თანაფარდობა 1 : 10). ბამბის დახმარებით ნელი წრიული მოძრაობებით უხვად შეიზილეთ კანში, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, ბოლოდ კი ჩამოიბანეთ. არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი კრემის წასმა.
რევმატოიდულ ტკივილს მოიხსნით იასამნის სპირტნაყენის დახმარებით, რომელიც უნდა მოამზადოთ შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით: 1 ჩაის ჭიქა იასამნის ყვავილები ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. დააყოვნეთ ის 2 კვირის განმავლობაში (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ). დაასველეთ რბილი ქსოვილი ამ ნაყენში, დაიფინეთ პრობლემურ მონაკვეთზე და შეიხვიეთ. გამოიცვალეთ სახვევი დღეში საშუალოდ 4-ჯერ. ხანმოკლე დროში საოცარ შვებას იგრძნობთ.
ეფექტურად გაოიყენებენ იასამნის სპირტნაყენს წელისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდაც. ნახევარ ჩაის ჭიქა ყვავილებს დაასხით ნახევარი ლიტრი არყი და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 12 დღის განმავლობაში. კარგად შეიზილეთ ის მტკივან სახსრებში, შეიფუთეთ თბილად და დაიტოვეთ მთელი ღამით.
თუ მარილის ფენების დაგროვება გაწუხებთ, ორ ლიტრიანი მინის ქილა გაავსეთ ყვავილებით და დაასხით იმ რაოდენობით არაყი ან სპირტი, რომ ბოლომდე დაიფაროს. დააყოვნეთ 3 კვირით. კარგად შეიზილეთ ის ყოველ საღამოს მუხლებში, მხრებზე, კისრის არეზე, მაჯებზე და ა.შ.
ბრონქიტის სამკურნალოდ იხელმძღვანელეთ შემდეგი ინსტრუქციით: გაავსეთ მინის ქილა და დაასხით არაყი. დააყოვნეთ ის 10 დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურეთ. საღამოს საათებში პატარ-პატარა ყლუპებით მიირთვით ჩაი, რომელშიც 30 მლ ნაყენი გექნებათ დამატებული. მკრურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე.
როგორც ხედავთ, იასამანი არა მხოლოდ ულამაზესი და საოცარი სურნელით გამორჩეული მცენარეა. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ იასამნის სპირტნაყენის ამ სამკურნალო თვისებების შესახებ.