64 წლის ასაკში ჩემი კანი თავისუფალია ნაოჭებისა და ლაქებისგან, რაშიც ასპირინი მეხმარება

45279

პრაქტიკულად ყველა ადამიანის საოჯახო აფთიაქში საპატიო ადგილი უჭირავს ასპირინს. როგორც წესი, ამ უნიკალურ აბს ვიღებთ მაშინ, როდესაც თავის ძლიერი ტკივილი ან გრიპისა და გაციებისთვის დამახასიათებელი პირველი სიმპტომები გვაწუხებს.

საკმაოდ ხშირად ასპირინს სისხლის გასათხევადებლად, თრომბების ფორმირების პროფილაქტიკისთვისა და გულის დაავადებების თავიდან ასარიდებლად იყენებენ.

ექსპერტების მტკიცებით, ასპირინის გამოყენების ფართო სპექტრი მასში შემავალი უნიკალური ნივთიერებით, სალიცილის მჟავითაა განპირობებული. საკმაოდ ხშირად გამოიყენება ეს თეთრი აბი კოსმეტოლოგიაშიც, ნაოჭების გასაგლუვებლად, კანის მკვდარი უჯრედების სწრაფად მოსაშორებლად და ნაადრევი დაბერების თავიდან ასარიდებლად.

დღეს გთავაზობთ ასპირინის რამდენიმე ძალიან ეფექტურ ნიღაბს. შეაჩერეთ არჩევანი თქვენთვის სასურველ ნიღაბზე და შეუდექით რეგულარულ პროცედურებს, რათა გაიახალგაზრდავოთ თავი ვიზუალურად რამდენიმე წლით. ღრმა ნაოჭების, პიგმენტური ლაქებისა და კანის გაფართოებული ფორების პრობლემა აუცილებლად წარსულში დარჩება!

ნიღაბი ლიმონითა და ასპირინით 

დაგჭირდებათ:

  • 3 აბი ასპირინი
  • 3 სუფრის კოვზი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი

ინსტრუქცია:

დაფქვით ასპირინის სამივე აბი და დაუმატეთ მას ლიმონის ახლადგამოწურული წვენი. თქვენ მიიღებთ ბლანტ მასას, რომელიც უნდა წაისვათ სახის კანზე და დაიტოვოთ სამოქმედოდ დაახლოებით 10 წუთით, შემდეგ ჩამოიბანოთ ცივი წყლით. ამ პროცედურის ჩატარებისას მაქსიმალურად მოერიდეთ კანს თვალების გარშემო, რადგან ის ზედმეტად მგრძნობიარეა.

ნიღაბი ასპირინით, თაფლითა და მაწვნით

დაგჭირდებათ:

  • 5 აბი ასპირინი
  • 2 ს.კ. ნატურალური თაფლი
  • 1 ს.კ. ნატურალური მაწონი

ინსტრუქცია: 

კარგად დაიბანეთ სახე ჯერ ცივი წყლით და შემდეგ დაიფინეთ ზემოდან ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი. გაიჩერეთ ის 10 წუთით, რათა კანის ფორები ბოლომდე გაიხსნას. დამუშავებულ კანზე წაისვით მოცემული სამი ინგრედიენტის ნარევი და დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით. მოიშორეთ მასა სახიდან ცივი წყლით და პროცედურის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი. ნიღაბის საოცარი ეფექტი მისი პირველივე ჯერზე გამოყენების შემდეგ ჩანს!

ასპირინისა და წყლის ნიღაბი

დაგჭირდებათ: 

  • 3 აბი ასირინი
  • 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი

ინსტრუქცია: 

დაფქვით ასპირინის სამივე აბი და დაუმატეთ მას 3 სუფრის კოვზი წყალი. ბამბის დისკით კარგად წაისვით ეს საშუალება სახის კანზე, დაიტოვეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

როგორც უკვე გითხარით, სამივე ნიღაბი ძალიან ეფექტურია კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, ნაოჭების გასაგლუვებლად და დაბერების პროცესის შესანელებლად. შეუდექით რეგულარულ პროცედურებს დღეიდანვე, რათა შეინარჩუნოთ კარგი გარეგნობა ღრმა სიბერემდე.