როგორ ვუმკურნალოდ ძლიერ ხველას შვილებში საშინაო საშუალებით, ჯანმრთელობისთვის მავნე სიროფების მიღების გარეშე

22619

ზამთარი – წელიწადის დრო, როდესაც სხვადასხვა ვირუსული და გაიცებითი დაავადებები ყველაზე ხშირად გვაწუხებს. როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევაში? როგორც წესი, მივეშურებით უახლოეს აფთიაქში და ვიძენთ სხვადასხვა სპეციალურ სააფთიაქო პრეპარატებს. როგორც ყველას კარგად მოგეხსენებათ, ამ აბების, სააფთიაქო ჩაებისა და სიროფებისთვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

ხველა – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომლისგანაც ყველაზე ხშირად ჩვენი პატარები იტანჯებიან, რადგან მათი იმუნური სისტემა, ჩვენს იმუნურ სისტემასთან შედარებით, არც თუ ისე ძლიერია. იცოდით, რომ ხველის სამკურნალო სიროფებისა და სხვადასხვა პრეპარატების უმრავლესობა ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის ძალიან სახიფათო ნივთიერებას, დექსტრომეტორფანს (DXM) შეიცავს. სინამდვილეში, ეს ნივთიერება იმდენად სახიფათო და საშიშია, რომ სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების დაახლოებით 10%-ის ორგანიზმში არ გამომუშავდება ის ფერმეტები, რომლებიც DXM-ის სწორი მეტაბოლიზმისთვისაა საჭირო და აუცილებელი, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

სწორედ ამ მიზეზის გამო, არასდროს მიაღებინოთ შვილებს ხველის სამკურნალო სხვადასხვა სიროფები და პრეპარატები დამოუკიდებლად, ექიმის დანიშნულების გარეშე. ჩვენი რჩევა იქნება, უპირატესობა ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარ სხვადასხვა საშუალებებს მიანიჭოთ, თუმცა როდესაც საქმე პატარებს ეხებათ, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდ აიღოთ ნებართვა ექიმისგან.

ხველის საკმურნალო ნატურალური საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, შედგება მხოლოდ ნატურალური და ჩვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კომპონენტებისგან.

როგორ დავამარცხოთ ხველა სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • მწვანე ჩაის ერთი ბალიში
  • 1/3 ჩაის კოვზი კვლიავი
  • 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1/2 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი
  • 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

ინსტრუქცია: 

  1. მდუღარე წყლით სავსე ჩაის ჭიქაში დაამატეთ ყველა ინგრედიენტი გარდა თაფლისა და ლიმონის წვენისა.
  2. კარგად მოურიეთ და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით.
  3. როდესაც სასმელი ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. კიდევ ერთხელ გადაურიეთ.
  4. გემრიელად მიირთვით!

მიიღეთ ეს არომატული ჩაი ყოველდღიურად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რათა სწრაფადვე შეიმსუბუქოთ ხველა და რამდენიმე დღეში საერთოდ განიკურნოთ პრობლემისგან. შეიკავეთ თავი მოცემული სასუალების მიღებისგან, თუ რომელიმე პროდუქტის მიმართ ალერგიული ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და იმოქმედეთ მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში, რადგან თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!