ცხარე აჯიკა ნიგვზვით უხდება ყველაფერს. უმარტივესი მოსამზადებელია

38559

გაგიზიარებთ უგემრიელესი და ძალიან არომატული აჯიკის რეცეპტს.

ნიგვზით მომზადებული ცხარე და უგემრიელესი აჯიკა უხდება ყველაფერს. შეგიძლიათ აჯიკით მიირთვათ ხორცი, მაკარონი, შემწვარ კარტოფილი და სხვა კერძები.

აჯიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წითელი წიწაკა (ნედლი) 100 გრ
  • ნიგოზი 150 გრ
  • შაქრის ფხვნილი 1-2 ჩ. კ.
  • რეჰანი და კამა თითო-თითო პატარა კონა, ქინძი უფრო მეტი
  • ნიორი 100 გრ
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • ხმელი სუნელი (სანელებლების ნარევი) 1 ჩ. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან (თუ გიყვართ მწარე, ცოტა თესლი დაუტოვეთ) და დაჭერით.
  2. ნიგოზი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და მსუბუქად მოხალეთ.
  3. მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით.
  4. ნიორი გაფცქვენით და დაჭერით.
  5. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ (ძალიან წმინდად არ დააბლენდეროთ) და დაამატეთ შაქარი (თქვენი გემოვნების მიხედვით), ვაშლის ძმარი, მარილი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.

მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის კონტეინერში და შედეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!