მოიშორეთ მეჭეჭები, ასაკობრივი ლაქები და შავი წერტილები სრულიად ბუნებრივი გზით

18824

ცხოვრების წესის შეცვლა და ჰორმონალური დისბალანსი კანის პრობლემების გამომწვევი უმთავრესი მიზეზებია.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა პროდუქტი არსებობს, რომლებიც ბაზარზეა წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეა რეალურად ეფექტური. სხვა მხრივ, ისინი ხშირად გაჯერებულია მავნე ქიმიური ნივთიერებებით.

კანის პრობლემების მკურნალობა ბუნებრივი გზებით ცადეთ, აქ ჩამოთვლილი საოჯახო სამკურნალო რეცეპტები სრულიად უსაფრთხო და ძალიან ეფექტურია.

ხორცმეტი

ხორცმეტი – ეს არის გამონაზარდი კანს ზემოთ. იგი ყველაზე ხშირად გვხვდება იღლიის ქვემოთ, კისრისა და ზურგის ზედა ნაწილში. ისინი კანის კანზე ხახუნის შედეგად ჩნდება და, ჩვეულებრივ, მოყინვით, მოკვეთით ან შემოჭერით იშორებენ. აქ ჩამოთვლილი ბუნებრივი საშუალებები არანაკლებ ეფექტურია ზემოთ ხსენებულ მეთოდებთან შედარებით.

ჯანჯაფილი

კარგად დაიმუშავეთ ხორცმეტი ჯანჯაფილის ახალი ნაჭრებით. გაიმეორეთ ეს დღეში 7-8 ჯერ,  რამდენიმე წუთის განმავლობაში და მეჭეჭიც უკვალოდ გაქრება ზუსტად 2 კვირაში!

სოდა და აბუსალათინის ზეთი

ერთმანეთში შეურიეთ სოდა და აბუსალათინის ზეთი, რათა თავიდან მოიშოროთ ხორცმეტები. მოამზადეთ პასტისებრი მასა, წაისვით ხორცმეტზე, შემოახვიეთ ძაფი და განასკვეთ. გაიმეორეთ ეს დღეში 2-3ჯერ. პასტა შეინახეთ მაცივარში.

ვაშლის ძმარი

კარგად დაასველეთ ბამბის ტამპონი ვაშლის ძმარში და დაიდეთ ხორცმეტზე, დაიტოვეთ იგი გარკვეული დროის განმავლობაში, მეჭეჭი რამდენიმე დღეში გახმება და მოგძვრებათ.

ჩაის ხის ზეთი

ეს მეთოდი ყველაზე უსაფრთხოა ხორცმეტის გასაქრობად. დაუმატეთ ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი წყალსი, ნაზავით კარგად დაასველეთ ბამბის ტამპონი და რამდენიმე წუთით დაიდეთ ხორცმეტზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში, დღეში 2-3ჯერ.

მეჭეჭი

მეჭეჭი არის პატარა ზომის გამონაზარდი კანზე, რომლებიც ადამიანის პაპილომავირუსის  შედეგად ჩნდება. მეჭეჭებს, როგორც წესი, მოიყვნით ან სალიცილის მჟავის მეშვეობით მკურნალობენ. აქ ჩამოთვლილი შემდეგი ბუნებრივი მეთოდებიც ძალიან ეფექტურია მათ მოსაშორებლად:

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმრით დასველებული ბამბა დაიდეთ მეჭეჭზე და შეიხვიეთ მარლის მეშვეობით, დაიტოვეთ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ იგივე გაიმეორეთ. ასე მეჭეჭი დანაოჭდება და გაქრება.

ნიორი

წაისვით გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი ნიორი ან ნივრის წვენი მეჭეჭზე და შეიხვიეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში ორჯერ. გაიმეორეთ რამდენიმე დღე და მეჭეჭი უკვალოდ გაქრება.

სუფთა თაფლი

დაასხით თაფლი მეჭეჭზე და შეიხვიეთ. გაიმეორეთ დაძინების წინ, მანამ, სანამ მეჭეჭი საბოლოოდ არ გაქრება.

ბანანი

ყოველ საღამოს, დაძინების წინ კარგად დაიმუშავეთ მეჭეჭი ბანანის ქერქით, გაიმეორეთ ეს 15 დღე და მეჭეჭიც გაქრება.

ხალები

ხალები კანის პიგმენტაციის უჯრედების მსგავსი ჯგუფებია, რომლებიც ცნობილია როგორც მელანოციტები. ისინი გამოწვეულია გენეტიკით ან სიბერით, ასე რომ, ხალები შეიძლება ჰქონდეთ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებსაც.

ნიორი

ხალების მკურნალობა შეიძლება ნივრის ექსტრაქტით, ან მშრალი ნიორით. ხალის ირგვლივ დაიფარეთ კანი ლენტით ან ვაზელინით და დაიტანეთ ნიორი ხალზე, შემდეგ დაფარეთ იგი და გაიჩერეთ 4 საათით. თქვენ ეს პროცედურა ყოველდღიურად უნდა გაიმეოროთ მანამ, სანამ ხალი ბოლომდე არ გაქრება.

ვაშლის ძმარი

დაასველეთ ბამბის ტამპონი ვაშლის ძმარში და გაიჩერეთ ტამპონი ხალზე 8 საათის განმავლობაში, ხალი დროთა განმავლობაში გამუქდება და თავისით მოგძვრებათ.

სოდა და აბუსალათინის ზეთი 

მოამზადეთ პასტა აბუსალათინის ზეთითა და საცხობი სოდით და წაისვით ხალზე. შემდეგ დაფარეთ იგი და დაიტოვეთ მომდევნო დილამდე. ამის შემდგომ მოიშორეთ საფენი და ხალის ადგილი კარგად ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად.

მუქი ლაქები

მუქი, ასაკობრივი ან გაუფერულებული ლაქები კანზე ხშირად გვხვდება სახეზე, ხელებსა და ბეჭებზე. ექიმების თქმით იგი გამოწვეულია მზით ან დაბერებული ღვიძლით. აი, როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ ბუნებრივი საშუალებებით:

ხახვი

ხახვი უნდა დაჭრათ ან დახეხოთ და დაიდოთ ასაკობრივ ლაქებზე, დაიტოვეთ 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.

ლიმონი

ლიმონი ბუნებრივი მათეთრებელია, ამიტომ იგი ძალიან ეფექტურია მუქი ლაქების გასაფერმკრთალებლად. დაასველეთ ბამბის ტამპონი ლიმონის წვენით და დღეში ორჯერ დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი მუქ ლაქებზე.

ვიტამინი С-ს შრატი

თქვენ მიიღებთ უამრავ სარგებელს ორგანული, ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი C ვიტამინის შრატის გამოყენებით. ვიტამინი С დაგეხმარებათ შავი ლაქების მოშორებასა და დაზიანებული კანის აღდგენაში.

პირშუშხა

შეურიეთ პირშუშხა ძმარში და გამოიყენეთ ეს ნარევი მუქი ლაქების მოსაშორებლად. იგი დროთა განმავლობაში იმოქმედებს და ლაქები უკვალოდ გაქრება.

ალოე ვერა

წაისვით მუქ ლაქებზე ალოე ვერას წებოვანი სითხე, გაიჩერეთ ნახევარი საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

როგორ გავწმინდოთ ფორები

გახსნილი ფორები კანში ცხიმის დაგროვებას იწვევს. ფორები უსიამოვნოდ გამოიყურება, სწორედ ამიტომ სურს ყველას მათი თავიდან მოშორება. უფრო მეტიც, თუ მათ დროულად არ მოიშორებთ, შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს. ასე რომ, გაიწმინდეთ ფორები შემდეგი ხერხებით:

ორთქლის აბაზანა

ორთქლის აბაზანები საუკეთესო საშუალებაა ფორების გასაწმენდად. დაიბანეთ სახე კარგად და შემდეგ მოათავსეთ ადუღებული წყლით სავსე ჯამში, ასე თქვენ მოიშორებთ ფორებს.

შაქრის სკრაბი

შაქრის სკრაბის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოიშოროთ ფორები და დაუბრუნოთ კანს ბზინვარება. შეურიეთ შაქარი და ლიმონი, წაისვით ბამბის დისკით სახეზე და დაიმუშავეთ კანი ხელის წრიული მოძრაობით.