შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ გაჭედილი მილების გაწმენდას. მოცემული საშუალება შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტში და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მარტივად და ბიუჯეტურად მივიღე სასურველი შედეგი.
გაწმენდის პროცესი:
- პირველ რიგში, ამოასუფთავეთ ნიჟარა, აუცილებლად ამოიღეთ ბადე.
- აადუღეთ 2-3 ლ წყალი და ჩაასხით სანიაღვრე მილში. ამ გზით შეძლებთ მილების ჩარეცხვას და მაშინვე ჩაყარეთ 1-2 მუჭა საკვები სოდა. მდუღარე წყლის ზემოქმედებით სოდა დაიწყებს ფუხფუხს. ეს მიუთითებს, რომ გაწმენდა დაიწყო.
- გააჩერეთ 5-7 წუთი და ჩაასხით ნახევარ ლიტრამდე ძმარი. სოდა მაშინვე რეაგირებს ძმარზე. გააჩერეთ კიდევ რამდენიმე წუთი და ბოლოს ჩარეცხეთ ისევ 2 ლიტრამდე ადუღებული წყლით.
ასე რომ, ბიუჯეტური პროდუქტებით ძალიან სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ შეძლებთ დაბლოკილი მილების გაწმენდას.