ჩემთვის ამაზე გემრიელი მარწყვის ღვეზელი არ არსებობს! იმდენად მომწონს, აბსოლუტურად ყველას გირჩევთ

4090

შემოგთავაზებთ მარწყვის სასიამოვნო არომატის, არაჟნის ნაზი გულსართისა და ფხვიერი ცომის შერწყმით მომზადებული ზღაპრულად გემრიელი ღვეზელის რეცეპტს. მომჟავო-მოტკბო გემოების კომბინაცია საოცრებაა!

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 170 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.
  • მარილი მწიკვი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • კარაქი (ოთახის ტემპერატურის) 70 გრ
  • არაჟანი 70 გრ

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მარწყვი 400 გრ
  • შაქარი 120 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 2 ს. კ.
  • მარილი მწიკვი
  • არაჟანი 200 გრ

მომზადების წესი:

მშრალ ინგრედიენტებს შეურიეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ_არაჟანი და ფხვიერი ცომიც მზად არის. ცომს შემოახვიეთ საკვების პარკი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.

ამზადებთ გულსართს:

1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი, ფქვილი და არაჟანი. თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. მარწყვი დაჭერით. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქღალდი.

3. ცომი გააბრტყელეთ სასურველი ფორმის ფენად და მოათავსეთ საცხობ ფორმაში, ამოიტანეთ გვერდებზეც, დაახლოებით 3,5-4 სმ სიმაღლეზე.

4. ცომზე გაანაწილეთ დაჭრილი მარწყვი და მოასხით მომზადებული გულსართი.

5. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-55 წუთი.

6. გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

7. მარყწვი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოცვით ან ჟოლოთი.

გემრიელად მიირთვით!