თუ მუხლები გტკივათ და მოძრაობა შეზღუდული გაქვთ, ეს საშინაო რეცეპტი საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას

714

მუხლები – ჩვენი სხეულის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. ცხოვრების არაჯანსაღი სტილის შედეგად და დაბერების პარალელურად ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა სუსტდება, ჩნდება ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება, რაც ცხოვრების ხალისს გვიკარგავს.

თუ პრობლემას საწყის ეტაპზევე არ მივხედეთ, მისი გამწვავება გარდაუვალია. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ მოძრაობის გართულება, საშინელი ტკივილები და დისკომფორტის შეგრძნება, დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა რაც შეიძლება მალე.

საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, აბსოლუტურად ნატურალურია და არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს. მას აქვს ანთების ჩახშობის უნარი, რის ხარჯზეც შეძლებთ მდგომარეობის საგრძნობლად შემსუბუქებას.

მაგნიუმი, ბრომელაინი, C ვიტამინი, კალიუმი – მცირე ჩამონათვალი იმ სასარგებლო მიკროელემენტებისა, რომელთაც ეს საშინაო საშუალება შეიცავს. სწორედ ამ ნივთიერებათა დახმარებით შეძლებთ შემაერთებელი ქსოვილების გაძლიერებას.

მაშ ასე, დაგჭირდებათ:

  • ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი (1 ჩ.ჭ.)
  • 1 ს.კ. დარიჩინი
  • ნატურალური თაფლი (გემოვნების მიხედვით)
  • 2 ჩაის ჭიქა პატარა კუბიკებად დაჭრილი ანანასი
  • 1 ჩ.ჭ. შვრიის ფანტელი
  • 1/2 ჩ.ჭ. დაფქული ნუში
  • 3 ჩ.ჭ. წყალი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. დაუმატეთ წყალს შვრია და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. როდესაც ფანტელები მოიხარშება, მოაშორეთ ჭურჭელი ცეცხლს და გააგრილეთ.
  3. გაგრილებული ნახარში ჩაასხით ბლენდერში, დაუმატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. ყოველ დილას, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე დალიეთ ის 1 ჩაის ჭიქის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და პრობლემის სირთულეზეა დამოკიდებული. მიიღეთ ეს საშუალება ყოველდღიურად მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები ძალიან ხშირია შუახნის ასაკის ადამიანებში. თუ თქვენც მათ კატეგორიას მიეკუთვნებით, აუცილებლად ცადეთ ჩვენი დღევანდელი საშუალება.

მადლიერები ვიქნებით, თუ სახსრების პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველ საკუთარ ხერხებსა და მეთოდებსაც გაგვიზიარებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!