ეს 100%-ით ნატურალური კალციუმია, რომელიც გააძლიერებს სახსრებს და გაწმენდს სისხლს

35482

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია კვერცხი. ცილებით მდიდარი ეს პროდუქტი წარმოადგენს ჯანსაღი კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს. იცოდით, რომ გარდა ცილისა და გულისა, ძალაინ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის კვერცის ნაჭუჭი?

კალციუმის ძალიან მაღალი შემცველობით გამორჩეული ეს პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საკვები დანამატია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, შემდეგში, როდესაც კვერცხისაგან გემრიელ კერძს მოამზადებთ, არ იფიქროთ მისი ნაჭუჭის გადაყრა.

კვერცხი – სასარგებლო მინერალების ბუნებრივი წყარო! 

ერთი საშუალო ზომის კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს დაახლოებით 750-800 მგ კალციუმს. რა როლს ითავსებს ეს მინერალი ჩვენს ორგანიზმში?

პირველ რიგში, კალციუმი გვჭირდება იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ოსტეოპოროზი. აუცილებლად უნდა მიიღონ ეს პროდუქტი ქალბატონებმა, რომლებიც მენოპაუზის პერიოდში იმყოფებიან.

კაიუმის სტიმულირებს ახალი უჯრდებების გამომუშავებას ძვლის ტვინში, ებრძვის ქოლესტერინის ჭარბ დონეს და არეგულირებს სისხლის წნევას.

გარდა კალციუმისა, კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს კიდევ არაერთ ღირებულ მინერალს: რკინა, სპილენძი, ფტორი, ფოსფორი, თუთია, მანგანუმი და ქრომი.

თუ დღეში საშუალოდ 1,5-3 გრამ კვერცხის ნაჭუჭს მიიღებთ, შეძლებთ ორგანიზმის მომარაგებას მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი მინერალებით, თავიდან აირიდებთ ოსტეოპოროზს, შეძლებთ ძვლების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილების გაძლიერებას.

კვერცხის ნაჭუჭი შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ და დააყოლოთ ერთი ჭიქა წყალი, ან დაუმატოთ ის საყვარელ კერძებსა და სალათებს.

კიდევ რამდენიმე მიზეზი, რატომაც არ უნდა იჩქაროთ ნაჭუჭის გადაყრა! 

1. გასტრიტი და წყლულები

მაქსიმალურად რომ შეიმსუბუქოთ გასტრიტისა და წლულების არსებობისათვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომები, კარგად გარეცხეთ რამდენიმე კვერცხის ნაჭუჭი და შემდეგ დაფქვით ბლენდერის გამოყენებით.

1/4 ჩაის კოვზ მიღებულ ფხვნილს დაასხით 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, დააყოვნეთ ორიოდე წუთით და მიირთვით 2 სუფრის კოვზ რძესთან ერთად.

მიიღეთ ეს საშუალება დღეში 2-ჯერ: პირველი ულუფა საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხოლო მეორე – დაძინების წინ.

2. გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და გაგიწმენდთ სისხლს

აიღეთ 6 კვერცხის ნაჭუჭი, კარგად გარეცხეთ და დაფქვით. დაფქული ნაჭუჭი ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით 3 ლიტრი წყალი. დააყოვნეთ ეს საშუალება თავდახურულ მდგომარეობაში 1 კვირით.

დაიწყეთ მზა სასმელის მიღება დღეში 2-3 ჭიქირს ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – სასმელის ამოწურვამდე. გემოს გაუმჯობესების მიზნით, შეგიძლიათ მცირეოდენი ლიმონის წვენის დამატება.

3. ფარისებრი ჯირკვალი

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კვერცხის ნაჭუჭისაგან მიღებული კალციუმი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აწუხებს.

მოამზადეთ ეს საშინაო საშუალება საკუთარი ხელით: აიღეთ 8 კვერცხის ნაჭუჭი, კარგად გარეცხეთ, გამოაშრეთ და დაფქვით. დაფქულ ნაჭუჭს დაუმატეთ 2 ლიმონის წვენი.

მიღებული ნარევი შეინახეთ მაცივარში იქამდე, სანამ კვერცხის ნაჭუჭი ლიმონის წვენში ბოლომდე არ დაიშლება. როდესაც მასა ერთგვაროვანი და თხევადი გახდება, დაუმატეთ 1 ლიტრი ძლიერი ალკოჰოლური სასმელი (კონიაკი, ვისკი, არაყი) და 1 კილოგრამი თაფლი, კარგად გადაურიეთ და დააყოვნეთ მაცივარში კიდევ 1 კვირით.

მიიღეთ ეს საშუალება 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.