ცისტიტი შარდ-სასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად მას უმნიშვნელო პრობლემად აღვიქვამთ და უყურადღებოთ ვტოვებთ, რამაც სერიოზულ გართულებებამდე და მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის, უმეტესწილად კი მისი ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, რომელსაც შეიძლება შევხვდეთ ორივე სქესისა და ყველა ასაკის ადამიანში. განსაკუთრებით ხშირი და აქტუალური ეს პრობლემა ქალბატონებშია, რაც მათი შარდ-სასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებითაა განპირობებული. მამაკაცებში ცისტიტს გაცილებით იშვიათად ვხვდებით.
როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს სახლის პირობებში
თუ ცისტიტისათვის დამახასიათებელი ტკივილისა და დისკომოფრტის შეგრძნება შეგაწუხებთ, ჩვენი დღევანდელი ხალხური საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ. მისი მიღებიდან უკვე 30 წუთში ცისტიტის ყველანაირი გამოვლინებისაგან კვალიც არ დარჩება.
დაგჭირდებთ მხოლოდ ნედლი ხორბალი ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით. დაასხით მას დაახლოები 3-ჯერ დიდი რაოდენობით წყალი, კარგად მოურიეთ და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით. ხორბლის მარცვლები კოვზით მსუბუქად დასრისეთ.
დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ ნარევი და დალიეთ მიღებული სითხე. მისი მიღებიდან 30 წუთში, მაქსიმუმ 1 საათში ცისტიტის აბსოლუტურად ყველა სიმპტომი გაქრება.
ხორბლის დარჩენილ მარცვლებს შეგიძლიათ კვლავ დაასხათ წყალი და მოამზადოთ ახალი ულუფა საღამოსათვის.