ცილისა და შაქრის ბაზაზე მომზადებული მარტივი საშუალება საუკეთესოა შავი წერტილების მოსაშორებლად

315

კვერცხის ბაზაზე მომზადებული ნიღბები საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. კვერცხის ცილასა და გულს განსხვავებული ეფექტი აქვს.

კვერცხის ცილის ნიღბები ეფექტურია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ცხიმიანი და კომბინირებული კანი  ყველაზე მეტად მიდრეკილია მუწუკების, შავი წერტილებისა და სხვა ანთებითი პროცესებისკენ. კვერცხის ცილას  აქვს სადეზინფექციო ეფექტი და საუკეთესოა მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

გარდა ამისა, ცილის ნიღბები ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს, თვალების ირგვლივ კანს, წევს სახის ოვალს, ჭიმავს კანს.

ცილის ბაზაზე მომზადებული ნიღბები შეგიძლიათ წაისვათ მთელ სახეზე ან ყველაზე პრობლემურ უბნებზე.

შემოგთავაზებთ ცილისა და შაქრის უმარტივეს კომბინაციას.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • 1 ს. კ. შაქარი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ცილას დაამატეთ შაქარი და ათქვიფეთ ფუნჯით. მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე.
  2. ნიღბის წარმატების მთავარი გასაღები სწორი გამოყენებაა.
  3. ისვამთ პირველ ფენას და იჩერებთ სრულ გაშრობამდე. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შაქრისა და ცილის კომბინაცია აშრობს კანს. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, რეკომენდებულია ნიღბის მთელ სახეზე წასმა, ხოლო მგრძნობიარე ან მშრალი კანის შემთხვევაში უნდა წაისვათ მხოლოდ იმ ადგილებზე, რომლებიც საჭიროებს  ფორების გაწმენდას.
  4. პირველი ფენის გაშრობის შემდეგ, ისვამთ დარჩენილ მასას და თითების ბალიშების მსუბუქი დარტყმებით იკეთებთ მასაჟს. შაქრის შემცველობის წყალობით ნიღაბი საკმაოდ წებოვანია, რაც ხელს უწყობს ფორების გაწმენდას.
  5. მასაჟს აგრძელებთ, სანამ წებოვნება მთლიანად არ გაქრება. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით და გაიწმინდეთ კანი მატონიზირებელი საშუალებით, რომელიც ავიწროებს ფორებს.

ნიღაბი გაიკეთეთ სასურველი შედეგის მიღებამდე 3-4 დღეში ერთხელ.