ორგანიზმის წმენდის სწორი ტექნიკა ხანდამული ადამიანებისთვის. ასე მოიშორებთ წლების განმავლობაში ნაგროვებ ტოქსინებს

12146

თუ დაკვირვებიხართ, რომ ხანდაზმული ადამიანებისათვის სხეულის სპეციფიკური სუნია დამახასიათებელი? ყოველივე ეს განპირობებულია წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინებით, წიდებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით.

სხეულის წმენდის ტექნიკა ხანდაზმულ პაციენტებში ოდნავ განსხვავებულია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 3 ძალიან მარტივ საშუალებას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ორგანიზმის გასაწმენდად, თუ 50 წელს გადააბიჯეთ.

რეცეპტი №1

ჩაალბეთ ბრინჯი წყალში მთელი ღამით. მეორე დილას გადაღვარეთ სითხე, დაასხით ახალი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. როგორც კი წყალი წამოდუღდება, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.

მდუღარე წყალი კვლავ გადაღვარეთ და დაასხით მსუბუქად მოხარშულ ბრინჯს ახალი წყალი, შემდეგ ისევ დადგით ცეცხლზე. საერთო ჯამში ბრინჯი უნა მოიხარშოს ამ ინსტრუქციის მიხედვით 3-ჯერ. წყალის მესამეჯერ ადუღებისა და გადაღვრის შემდეგ ბრინჯი, რომელიც გამოიყენება სხეულის გასაწმენდად, მზად არის!

მიირთვით ასე მომზადებული ბრინჯი ყოველ დილას 1 სუფრის კოვზის ოდენობით, უზმოზე. მისი მირთმევიდან მომდევნო 3-4 საათის განმავლობაში არ ჭამოთ და არ დალიოთ სითხე. სხეულის გასაწმენდი ამ კურსის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით თვენახევარს.

რეცეპტი №2 

გარეცხეთ გამდინარე წყალში 400 გრამი შვრიის მარცვლები. აადუღეთ 6 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მასში კარგად გარეცხილი მარვლები და დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე. ხარშეთ ნარევი იქამდე, სანამ სითხე ქვაბში არ განახევრდება, შემდეგ გადაწურეთ ის რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით.

გადაწურულ სითხეში დაამატეთ 100 გრამი თაფლი და კარგა მოურიეთ. დაიწყეთ შვრიის ამ ნახარშის მიღება ყოველ დილას ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ამ საშუალების ამოწურვამდე.

რეცეპტი №3 

აიღეთ ჯანჯაფილის ფესვი და დააუქცმაცეთ ის. 2 სუფრის კოვზ გახეხილ ან დაქუცმაცებულ ჯანჯაფილს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ. დაუმატეთ სითხეს მცირეოდენი თაფლი და ლიმონის წვენი, კარგად მოურიეთ.

მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილასა და საღამოს ნახევაღი ჩაის ჭიქის ოდენობით, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – სასმელის ამოწურვამდე.

სამივე ეს რეცეპტი მართლაც რომ არაჩვეულებრივია მთელი ორგანიზმის ტოქსინებისგან და სხვა მავნე ნარჩენებისაგან გასაწმენდად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!