ყველის ამ ღვეზელის მომზადება, რომელიც ფენოვან ხაჭაპურს ძალიან ჰგავს, დაქალმა მასწავლა. მერწმუნეთ, ის ნამდვილი საოცრებაა!

5920

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მოამზადებთ ყველის საოცრად გემრიელ ღვეზელს. ხრაშუნა, ფენოვან ცომს ამზადებთ კარაქის მინიმალური რაოდენობით. მართალია, ცომის ფენების გაბრტყელებას დრო სჭირდება, მაგრამ ღირს წვალებად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თბილი წყალი 2 ჩ. ჭ.
  • არაყი 1 ს. კ.
  • ფქვილი  5 ჩ. ჭ
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • კარაქი ან მარგანინი 125 გრ
  • ყველი 500 გრ-1 კგ

მომზადების წესები:

1. აურიეთ წყალი, მარილი, არაყი. ნელ-ნელა ამატებთ გაცრილ ფქვილს და ზელთ მკვრივ ცომს. ცომი ხელებზე არ უნდა ეკრობოდეს.

2. სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და მზა ცომი გააბრტყელეთ 20-25 სმ დიამეტრის ფენად. გაბრტყელებულ ცომს  გადააფარეთ პარკი და გააჩერეთ 20 წუთი. დასვენებული ცომი გააბრტყელეთ კიდევ უფრო თხელ ფენად.

3. კარაქი გაადნეთ და ცომს გადაუსვით თხელ ფენად. შემდეგ ცომი გაყავით 16 ნაწილად, დაჭერით ოთხკუთხედებად და თითოეული ნაწილი ამოვლეთ გამდნარ კარაქში.

4. კარაქში ამოვლებული ცომები ფენა-ფენა ჩააწყვეთ საშუალო ზომის თასში. თასს გადააფარეთ პარკი და დაასვენეთ 15-20 წუთი.

5. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და დადეთ ფორმაზე.

6. თხლად გადაუსვით კარაქი. შემდეგ ზემოდან დაადეთ მეორე ფენა (როგორც აჩმას ვამზადეთ) და ასე ფენა-ფენა მოამზადეთ ცომის ნახევარი, ანუ რვა ფენა. ფენებს შორის კარაქის თხლად გადასმა არ დაგავიწყდეთ.

7. მერვე ფენას მოაყარეთ გახეხილი ყველი.

8. გააგრძელეთ ცომის დარჩენილი ნაწილების გაბრტყელება და და ფენებად დაწყობა. დარჩენილ კარაქს დაასხით 1 ს. კ. რძე და ღვეზელს ზემოდან გადაუსვით.

9. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. ღვეზელი ოქროსფრად რომ დაიბრაწება, მზად არის.

გამოდის ძალიან გემრიელი, ხრაშუნა და ფენოვანი.