ასაკის მატებისა და დაბერების პროცესის პარალელურად ჩვენი სხეული სულ უფრო და უფრო სუსტდება. დღესდღეობით სახსრებთან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები იმდენად ხშირია შუახნის ასაკს გადაცილებულ პაციენტებში, როგორც არასდროს, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.
ასაკის მატების პარალელურად ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები თავიდან რომ ავირიდოთ, აუცილებლად უნდა მივიღოთ საჭირო ზომები რეგულარულად, რაშიც იგულისხმება ორგანიზმის მომარაგება მისი სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით.
მაშინ, როდესაც მარჯვენა მუხლის გაუსაძლისი ტკივილები მტანჯავდა, ჩემი დახმარება მხოლოდ ნანტურალურმა ნარევმა შეძლო. ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობის მიუხედავად, უსიამოვნო შეგრძნებები მხოლოდ დროებით ქრებოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი კვლავ მიბრუნდებოდა. თუ ეს უსიამოვნო პრობლემა თქვენთვისაც კარგად არის ნაცნობი, გირჩევთ, სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატების მიღების ნაცვლად, უპირატესობა ნატურალურ სასმელს მიანიჭოთ, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.
ნატურალური ნარევი შემაერთებელი ქსოვილების გასაძლიერებლად
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
- 1 ჩაის ჭიქა შვრიის ფანტელები
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი
- 2 ჩაის ჭიქა პატარა კუბიკებად დაჭრილი ანანასი
- 1 ჩაის ჭიქა ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი
- ერთი მუჭა დაფქული ნუში
- 200 მლ წყალი
ინსტრუქცია:
- ხარშეთ შვრიის ფანტელები 200 მლ წყალში 10 წუთის განმავლობაში.
- როდესაც მზა ფაფა კარგად გაგრილდება, მოათავსეთ ის ბლენდერში, დაუმეტეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებული საშუალება გაყავით ორ თანაბარ ულუფად. პირველი ულუფა მიიღეთ საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხოლო მეორე ულუფა – სადილსა და ვახშამს შორის არსებულ ინტერვალში.
- მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 15 დღე. ყოველი დღისთვის თქვენ უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა.
გარდა ამ საშუალების მიღებისა, თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია და დაუთმოთ სათანადო ყურადღება კვებას.
5 პროდუქტი, რომელიც გვიძლიერებს სახსრებს
1. წყალი
ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყალის მირთმევით, უმჯობესდება სინოვიალური სითხის გამომუშავების პროცესი, რომელიც ჩვენი სახსრებისთვის თამაშობს საპოხი ნივთიერების როლს.
2. ხახვი და ნიორი
ორივე ბოსტნეული შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით გოგირდს – ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ჩვენს სხეულში კოლაგენისა და სხვა ისეთი ნივთიერებების წარმოებისთვის, რომელთაგანაც ჩვენი სახსრები და ხრტილები შედგება.
3. ცხიმიანი თევზი (ორაგული, თინუსი და ა.შ.)
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის გამო, თევზის ცხიმიან სახეობებს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს შემაერთებელ ქსოვილებზე.
4. ხორცპროდუქტები
ცილების, რკინისა და თუთიის მაღალი შემცველობით გამორჩეული ხორცპროდუქტები – ის, რაც აუცილებლად გჭირდებათ, თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება გსურთ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლა გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!