ჭურჭლის სარეცხი მანქანის საშუალებები არსებობს ფხვნილის, გელის, ტაბლეტის სახით. ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად შეიცავს მავნე ნივთიერებებს. მართალია, თქვენი ჭურჭელი საკრესავით ბრწყინავს, მაგრამ ეს სისუფთავე მიიღწევა აგრესიული სარეცხი საშუალებების დახმარებით.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით თქვენი ხელით მოამზადებთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის 100%-ით ნატურალურ ტაბლეტებს.
დაგჭირდებათ მხოლოდ სამი ინგრედიენტი:
- სოდა 500 გრ
- წყალი 100 მლ
- ლიმონმჟავა 50 გრ
- შეგიძლიათ წყალი და ლიმონმჟავა ჩაანაცვლოთ 100 მლ ლიმონის წვენით
მომზადების წესი:
სოდისა და ლიმონმჟავის ნარევს დაამტეთ წყალი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ სველი ქვიშის კონსისტენციის მასა. მიღებული მასა გაანაწილეთ ყინულის ფორმებში და მთელი ღამით შედეთ საყინულიში. დილით ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხელნაკეთი კაფსულები მზად იქნება. ჩააწყვეთ პლასტმასის კონტეინერში და აუცილებლად შეინახეთ საყინულეში.
შეგიძლიათ მოამზადოთ მარილით. ამ შემთხვევაში აიღებთ 400 გრ სოდას, 100 გრ მარილს, 50 გრ ლიმონმჟავას, 100 მლ წყალს და მოამზადებთ ზემოთ მოცემული წესის მიხედვით.
შინ მომზადებული ტაბლეტები ეკოლოგიურად სუფთაა, ბიუჯეტურია და მარტივად უმკლავდდება ნებისმიერი სახის დაბინძურებას. გამონაკლისია ცხიმიანი და ჭვარტლის ფენით დაფარული ტაფები.