შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომითა და ლიმონის კრემით მომზადებული უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ცომს ამზადებთ ძალიან მარტივად, არ სჭირდება ზელვა და გაბრტყელება. ფხვიერ და გემრიელ ცომს განსაკუთრებულს ხდის ლიმონის სასიამოვნო და ნაზი კრემი.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- ფქვილი 280-300 გრ
- შაქარი 130 გრ
- კარაქი 130 გრ
- გამაფხვიერებელი 12 გრ
- 1 ცალი ლიმონის ცედრა
- შაქრის ფხვნილი
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 500 მლ
- კვერცხი 2 ცალი
- სიმინდის სახამებელი 40 გრ
- შაქარი 90 გრ
- 2 ცალი ლიმონის ცედრა
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
1. პირველ რიგში, მოამზადეთ კრემი. რძე გააცხელეთ. სქელძირიან ქვაბში ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი, შაქარი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი და სიმინდის სახამებელი.
2. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაასხით ცხელი რძე და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე. ურვეთ განუწყვეტლივ. ადუღეთ გასქელებამდე. მზა კრემს გადააფარეთ პარკი და დაიწყეთ ცომის მომზადება.
4. დარბილებულ კარაქს დაამატეთ შაქარი, ლიმონის ცედრა და ათქვიფეთ მიქსერით. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
5. ბოლოს შეურიეთ ფქვილი, გამაფხიერებელი. ცომი უნდა იყოს თხელი და წებოვანი.
6. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომი გაყავით 2 ნაწილად. ცომის ერთი ნაწილი გაანაწილეთ საცხობ ფორმაში. შემდეგ წაუსვით ლიმონის უგემრიელესი კრემი.
7. ცომის მეორე ნაწილი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარში და თქვენი სურვილის მიხედვით გაანაწილეთ კრემზე.
8. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
9. გაგრილებული ღვეზელი დაფარეთ შაქრის ფხვნილით.
ყოველი ნაჭერი ნეტარებაა, მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!