კანი გექერცლებათ? 3 ნიღაბი, რომელიც პრობლემას სწრაფად მოგიგვარებთ

274

კანის აქერცვლა არის ეპიდერმისის ზედა ფენის დაზიანება, რომელსაც თან ახლავს სიმშრალე, გამონაყარი, ქავილი, სიწითლე და კანის სხვა პრობლემები.

კანის აქერცვლა მიუთითებს შინაგანი ორგანოების გაუმართაობაზე ან კანის დაავადებების არსებობაზე. კანის აქერცვლის მიზეზი შეიძლება იყოს ჭარბი ოფლიანობა, ალერგიული რეაქცია, მზის სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება, ამინდის უეცარი ცვლილება და მრავალი სხვა.

პირველ რიგში, გაარკვიეთ გამომწვევი მიზეზი. მიზეზის აღმოჩენის შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაბამისი ნიღბები, საცხები და კანის მოვლის სხვა საშუალებები.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც საუკეთესოა სახის კანის პილინგისთვის.

1. ხელნაკეთი პასტა

ხელნაკეთი პასტის მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ ზეითუნის ზეთი, ვარდის წყალი და ლიმონის ახალგამოწერული წვენი. მოცემული ინგრედიენტებს დაამატეთ 1 ცალი კვერცხის გული და კარგად აურიეთ.

მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.

2. ხაჭო

ხაჭო სახის კანის მოსავლელად საუკეთესო საშუალებაა. ის ატენიანებს კანს, იცავს ბაქტერიებისგან და ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას. წაისვით ხაჭო პრობლემურ უბნებზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

3. პილინიგი ჟელატინით

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხილის ახალგამოწურული წვენი 50-60 მლ
  • მშრალი და ნორმალური კანისთვის გამოიყენეთ ჟოლოს ან ატმის წვენი, ხოლო ცხიმიანი კანისთვის_ გრეიპფრუტის ან ლიმონის წვენი.
  • ჟელატინი 1 შეფუთვა

მომზადების წესი:

ჟელატინს დაასხით ხილის წვენი, აურიეთ და 30 წუთით შედეთ მაცივარში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ მომზადებული მასა სქელ ფენად წაისვით კანზე. გაიჩერეთ 25 წუთი. წარმოქმნილი ფენა ფრთხილად აიძვრეთ და პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ გრილი წყლით.