საშუალება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაგავიწყებთ ობს სახლში

34055

თუ თქვენს სახლში ობი ხშირად ჩნდება, მოეიკიდეთ ამ საკითხს დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით, რადგან მას წარმოუდგენლად უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ძალზედ ეფექტურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო პრობლემის გადაჭრაში.

სპრეი, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, შედგება ჩაის ხის ზეთისგან. ეს ეთერზეთი მზადდება ”Melaleuca Alternifoli”-ის ხის ფოთლებისგან, რომელიც გავრცელებულია ავსტრალიაში.

ისტორიკოსების მტკიცებით, ამ ზეთის სასარგებლო თვისებები 1920 წელს ავსტრალიელებმა მკვლევარებმა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მისი ანტისეპტიკური თვისებები ფენოლმჟავაზე 100-ჯერ უფრო ძლიერია.

თანამედროვე კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ეს ჩაის ხის ზეთი ძალზედ ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა სახის რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ: ანგინა, ბრონქიტი, ტუბერკულიოზი, ასთმა და ა.შ.

გარდა ყოველივე ამისა, ჩაის ხის ზეთს ხშირად გამოიყენებენ კანის ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა: დამწვრობა, გამონაყარი, ქერტლი და ა.შ. ყოველივე ეს ამ ეთერზეთის ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებებითაა განპირობებული.

როგორც უკვე გითხარით, დღევანდელ სტატიაში ჩვენ გთავაზობთ მარტივ, თუმცა გასაოცარ რეცეპტს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაგავიწყებთ ისეთ უსიამოვნო პრობლემას სახლში, როგორიც ობის გაჩენაა.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • სპრეი ბოთლი;
  • 2 ჩ.კ ჩაის ხის ზეთი;
  • 2 ჭიქა წყალი;

ინსტრუქცია:

თქვენი უნდა გახსნათ 2 ჩაის კოვზი ჩაის ხის ზეთი 2 ჭიქა წყალში და მიღებული სითხე ჩაასხათ სპრეი-ბოთლში. შეაშხურეთ მომზადებული საშუალება ზონებს, სადაც ობი ყველაზე ხშირად ჩნდება და მოითმინეთ, სანამ ის გაშრება.

მოგვიანებით, როდესაც ზეთი მთლიანად გაშრება, გამოიყენეთ პირსახოცი ზედაპირის გასაპრიალებლად. ობი უკვალოდ გაქრება!