თუ თმა მასიურად გცვივათ, შეიზილეთ ნატურალური ნაზავი თავის კანში და პრობლემაც წარსულში დარჩება

4048

თმის ხშირი ცვენა დაგეწყოთ? თუ საფარის შეთხელებისა და სიმელოტის თვიდან არიდება გსურთ, აუცილებლად ისარგებლეთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტით. ეს ის საშუალებაა, რომლის რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში თქვენი თმა გაცილებით ძლიერი და მოცულობითი გახდება.

ნატურალური ინგრედიენტების ამ ნაზავს მართლაც რომ დადებითი გავლენა აქვს ჩვენს თმაზე, რაც პირადად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. როდესაც მშობიარობის შემდეგ თმა მასიურად მცვიოდა, საკუთარ თავზე არაერთი სპეციალური საშუალება გამოვცადე, თუმცა სრულიად უშედეგოდ. ჩემი პრობლემს გადაჭრა მხოლოდ ამ ნატურალურმა ნაზავმა შეძლო, რომლის შესაცებაც ახლა დეტალურად გიამბობთ.

როგორ დავამარცხოთ თმის ცვენა

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. ხახვის წვენი
  • 1 ს.კ. ნატურალური თაფლი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ან 2 ს.კ. თალგამის ზეთი

ინსტრუქცია: 

ამ ინგრედიენტების ერთმანეთში შერევით, თქვენ მიიღებთ თხევად მასას, რომლის გამოყენებითაც ჯერ კარგად უნდა დაიმუშავოთ თმის ძირები, მორჩენილი მასა კი გაინაწილოთ თმის მთელ სიგრძეზე. ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი და დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 1 საათით, შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ, თმის ცვენის სრულ შეჩერებამდე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!