ჩემი ვარდები განადგურებისგან 1 წვეთი იოდითა და რძით ვიხსენი. მავნებლების ყველაზე იაფი და ძლიერი მტერი

10026

გიყვართ მცენარეების მოვლა? მაშინ კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად რთულია სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც ჩვენს საყვარელ მცენარეებს ანადგურებენ. წარმოიდგინეთ, გაქვთ პატარა ბაღი, სადაც ვარდებსა და მსგავს ლამაზ მცენარეებს ზრდით, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ ფოთლები ყვითლდება, ჭკნება, ღერო სუსტდება და მცენარე დაღუპვის გზას ადგას… ძალიან სამწუხაროა, არა? პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით, თუ მის გადასაჭრელად სწორ გზას შეარჩევთ.

მცენარის ტილი, იგივე ბუგრი – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი მავნებელი, რომელიც ანადგურებს ჩვენს ბაღსა და მცენარეებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუგრების გასანადგურებლად რაიმე ხერხს მიმართავთ (მაგ: სხვადასხვა ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენება), არ გექნებათ არანაირი გარანტია იმისა, რომ ტილები მცენარეს კვლავ არ შეესევიან. ბუგრები მცენარის ფოთლებზე ბინადრობენ და მისით იკვებებიან.

საბედნიეროდ, ერთმა გამოცდილმა მებაღემ სანტერესო რჩევა გამიზიარა და დღემდე მე მისი მადლიერი ვარ. არსებობს ერთი სრულიად ნატურალური საშუალება, რომელიც მომენტალურად ანადგურებს ბუგრებს, არ ვნებს თვითონ მცენარეს (პირიქით, აძლიერებს მას) და საიმედოდ გვიცავს მომავალში მცენარეზე ტილების გავრცელებისგან. დღეს მსურს, სწორედ ამ საშუალების შესახებ გიამბოთ.

იოდი და რძე ბუგრების წინააღმდეგ

თქვენ დაგჭირდებათ: 

  • სპრეი-ბოთლი
  • შპრიცი
  • 100 მლ რძე
  • დაახ. 1-2 წვეთი იოდი

ინსტრუქცია:

  1. 2 ლიტრიან ბოთლში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი.
  2. იოდი ფლაკონიდან ამოიღეთ შპრიცის გამოყენებით (დაახ. 1 წვეთი, შპრიცის პირველი ნიშნული ნახევრამდე რომ შეივსოს) და ჩაამატეთ ის 100 მლ რძეში, კარგად გადაურიეთ.
  3. თქვენ უნდა მიიღოთ მოწითალო-მოყვითალო შეფერილობის სითხე.
  4. იდოზირებული რძე გადაიტანეთ სპრეი-ბოთლში, რომელშიც 1 ლიტრი წყალი გაქვთ ჩასხმული და კარგად შეანჯღრიეთ.
  5. მიაპკურენთ ეს საშაულება თქვენს მცენარეებს იმ ადგილებში, სადაც ტილების, ბუგრების კვალი ეტყობა.
  6. ასეთი შემადგენლობით თქვენ არა მხოლოდ ბოლომდე გაანადგურებთ ბუგრებს, არამედ საიმედოდ დაიცავთ თქვენს მცენარეს სოკოვანი დაავადებების განვითარებისგან.

თუ მებაღეობა და მცენარეების მოვლა გიყვართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი გამოგადგებათ.

გაქვთ მცენარეების გაზრდის გამოცდილება? აცუილებლად მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ და არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რომელთაც საყვარელი მცენარეების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.