რატომ უნდა გვქონდეს ჩაის ხის ზეთი საოჯახო აფთიაქში. 5 ყველაზე ღირებული თვისება

7100

ჩაის ხის ზეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ პოპულარული კოსმეტიკური პროდუქტია, რომელიც არაერთი პრობლემის სწრაფად და მარტივად გადაჭრაში გვეხმარება. როგორც წესი, ეს ზეთი ღია ოქროსფერი შეფერილობითა და მსუბუქი სასიამოვნო არომატით გამოირჩევა, რომელიც მიიღება მცენარე “alternifolia Melaleuca”-ს ღეროებისა და ფოთლების ორთქლზე დისტილირების გზით და ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჩაის ხის ზეთის ტოპ-5 გამორჩეული თვისება

1. სწრაფად კურნავს აკნეს

თუ გამონაყარი გაგიჩნდათ, ჩაის ხის ზეთი სწორედ ის პროდუქტია, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ. ის ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც ადეზინფიცირებს კანის ფორებს და ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, რომლებიც აკნეს პროვოცირებს.

აიღეთ ბამბის დისკი, დაიტანეთ მასზე სულ ერთი ან ორი წვეთი ჩაის ხის ზეთი და ნელი წრიული მოძრაოებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები დაძინების წინ. მეორე დილას უბრალოდ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით. თუ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ძალიან მალე აკნესგან კვალიც კი არ დარჩება.

2. ეფექტურად ებრძვის სოკოს

სოკოს საწინააღმდეგო და ძლიერი ანტისეპტიკური თვისებების ხარჯზე, ჩაის ხის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგიანი საშუალებაა სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაიტანეთ ერთი ან ორი წვეთი ჩაის ხის ზეთი დაინფიცირებულ ფრჩხილზე და თითის ბალიშის გამოყენებით მსუბუქად დაიმუშავეთ ის. თუ პროცედურას დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში საოცარ ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ. ჩაიტარეთ რეგულარული პროცედურები სოკოვანი ინფექციის სრულ განადგურებამდე.

3. გვაშორებს ქერტლს და გვიცავს მისი განვითარებისგან

ჩაის ხის ზეთი ქერტლის საწინააღმდეგო არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა თავის კანზე. პრობლემისგან სწრაფად რომ გათავისუფლდეთ, თმის შამპუნის ერთ ულუფაში დაამატეთ ერთი ან ორი წვეთი ჩაის ხის ზეთი და კარგად დაიბანეთ თავი. რეგულარული პროცედურების შედეგად ქერტლი აღარასდროს შეგაწუხებთ.

4. კურნავს ძირმაგარებსა და კოჟრებს

ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, ჩაის ხის ზეთი მარტივად უმკლავდება ძირმაგარებს. ეს ეთერზეთი სწრაფად ახორცებს ჭრილობებს და საიმედოდ იცავს მათ ინფექციებისგან. თუ ძირმაგარებს სწორედ ჩაის ხის ზეთის დახმარებით მოიშორებთ, ლაქების დარჩენისაგან თავს საიმედოდ დაიცავთ.

ბამბის დისკზე დაიტანეთ რამდენიმე წვეთი ზეთი და მისი გამოყენებით აქტიურად დაიმუშავეთ ძირმაგარები. ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ, რათა ძალიან მალე ამ წამონაზარდებისგან კვალიც კი აღარ დარჩეს.

5. სწრაფად და უმტკივნეულოდ გვაშორებს მეჭეჭებს

1 სუფრის კოვზ ნუშის ან ზეითუნის ზეთში ჩაამატეთ 4 ან 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი. კარგად წაისვით მზა მასა მეჭეჭებზე ბამბის დისკის გამოყენებით ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში მეჭეჭებისგან კვალიც კი არ დარჩება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!