1000 და კიდევ ერთი კერძი ლავაშისგან

2266

დედაჩემის მეგობარი, ჯულიეტა არმენოვნა, ეროვნებით სომეხი, ყოველთვის ამბობდა, რომ ლავაშით 1000-ზე მეტი კერძის მომზადება შეიძლება. ეს უნივერსალური პროდუქტია, რომლისგანაც არაერთი უგემრიელესი დელიკატესი და დესერტი შეგვიძლია მოვამზადოთ.

კერძები ლავაშისგან

ჩვენ შევაგროვეთ იმ კერძების სია, რომლებიც ლავაშით მზადდება და მათგან საუკეთესო რეცეპტებს თქვენ გაგიზიარებთ, რათა მომზადებული დახვდეთ მოახლოებულ არდადეგებს.

ყველა საჭმელი, რომელიც ლავაშისგან მზადდება, იყოფა ორ კატეგორიად: ზოგიერთი შეიძლება ჭამოთ მზად და სხვები უნდა გააცხელობ საცხობ ან მიკროტალღურ ღუმელში.

ბოსტნეულის რულეტი

ინგრედიენტები 

  • 3 ცალი თხელი ლავაში
  • 200 გრ ყველი
  • 3 ცალი ქორფა კიტრი
  • 300 გრ სტაფილო
  • 1 კონა სალათის ფურცელი
  • 1 კონა კამა
  • 400 გრ მაიონეზი ან სქელი არაჟანი
  • 2 ჩ/კ მდოგვი
  • 2 ჩ/კ თაფლი
  • 4 ს/კ კეტჩუპი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. დასაწყისისთვის მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ მაიონეზი ან არაჟანი მდოგვში, თაფლში, კეტჩუპში, მარილსა და სანელებლებში.

2. მოათავსეთ ლავაში ფოლგაში (ასე უფრო მარტივი იქნება შემდგომ მისი გამოყენება), მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაადეთ ლავაშის მეორე ფენა.

3. ლავაშის მეორე ფენის ნახევარს წაუსვით სოუსი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და სალათის ფურცელი.

4. ლავაშის იმ ნაწილზე, სადაც კამა და სალათის ფურცელია მოყრილი, დაადეთ ლავაშის მესამე ფენა და წაუსვით სოუსი. ზემოდან დაჭრილი კიტრი და დახეხილი სტაფილო მოაყარეთ.

5. ლავაში ფოლგის მეშვეობით რულეტის მსგავსად გაახვიეთ და დაჭერით ნაჭრებად.

ქათმის რულეტი

ინგრედიენტები

  • 3 ლავაში
  • 1 ქათმის ფილე
  • 1 მაგარი ყველი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 200 გრ მაიონეზი
  • 200 გრ სტაფილო კორეული რეცეპტით
  • ახალი მწვანილი

მომზადების წესი

1. მოხარშეთ ქათმის ფილე და კვერცხი. წინასწარ მოამზადეთ სტაფილო მარინადში.

2. ლავაშის პირველ ფენაზე კარგად წაუსვით მაგარი ყველი და დააფინეთ მეორე ფენა, წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ დაჭრილი ქათამი და კვერცხი, შემდეგ დააფინეთ ლავაშის მესამე ფენა და ზემოდან სტაფილო და მწვანილი მოაყარეთ.

3. გაახვიეთ, როგორც რულეტი.

უჩვეულო კრაბის რულეტი

ინგრედიენტები

  • 3 ლავაში
  • 4 მოხარშული კვერცხი
  • 300 გრ სტაფილო კორეული რეცეპტით
  • 300 გრ კრაბის ჩხირები
  • 3 მაგარი ყველი
  • 200 გრ მაიონეზი
  • ახალი მწვანილი

მომზადების წესი

1. წაუსვით მაიონეზი ლავაშის პირველ ფენას და ზემოდან მოაყარეთ სტაფილო. ცენტრში მთელ სიგრძეზე დაყარეთ კრაბის დაჭრილი ჩხირები, ლავაში რულეტის მსგავსად გაახვიეთ.

2. ლავაშის მეორე ფენაზე წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ კვერცხი და მაგარი ყველი. პირველი ლავაშის რულეტი განათავსეთ მეორე ლავაშის კიდეზე და განაგრძეთ რულეტის გახვევა.

3. ლავაშის მესამე მაიონეზიან ფენაზე დახეხეთ კრაბის ჩხირები და გადაანაწილეთ მთელ ზედაპირზე, მოაყარეთ მწვანილი. წინა ორმაგი რულეტი კარგად გაახვიეთ ამ ფენაში.

ყველაზე მარტივი რულეტი ძეხვითა და ყველით

ინგრედიენტები

  • 2 ლავაში
  • 200 გრ მოხარშული ძეხვი ან ლორი
  • 300 გრ მაგარი ყველი
  • 2 ს/კ მდოგვი
  • 4 ს/კ მაიონეზი
  • სალათის ფურცელი და მწვანილი

ამ რულეტის მომზადება ძალიან მარტივია. ლავაშის ერთ ფენას დაადეთ მეორე და წაუსვით მაიონეზი და მდოგვი, ზემოდან მოაყარეთ სალათის ფურცელი, მწვანილი, წვრილად დაჭრილი ყველი და ძეხვი. გაახვიეთ ლავაში რულეტივით და კერძიც მზადაა!

თევზის რულეტი მდნარი ყველით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 200 გრ ნაკლებად დამარილებული ორაგული, ვარდისფერი ორაგული ან სხვა თევზი
  • 150 გრ მსუბუქი მდნარი ყველი
  • კამა ან სხვა მწვანილი

წაუსვით ლავაშს მდნარი ყველი, მოაყარეთ კამა და ზემოდან დაალაგეთ თევზი. გაახვიეთ რულეტივით და მზადაა!

ლავაშის კერძის გრილზე მომზადება ძალიან მარტივია. მის დასამზადებლად საჭიროა მაგარი ყველი, სულგუნი ან ჩვეულებრივი ხაჭო.

ლავაში ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 200 გრ ყველი(თეთრი, სულგუნი ან ჰაეროვანი ხაჭო)
  • 1 პომიდორი
  • ახალი მწვანილი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

შეურიეთ ხაჭო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანილი და ყველი ერთმანეთს და კარგად წაუსვით ლავაშს. მოაყარეთ დაჭრილი პომიდორი. ლავაში კონვერტივით გაახვიეთ. შეწვით გრილზე ორივე მხრიდან. ხშირად გადაატრიალეთ, რათა ლავაში არ დაიწვას და ყველი კარგად დადნეს.

ლავაში ქათმით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 1 მოხარშული ქათმის ფილე
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 1 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • მდოგვი და კეტჩუპი
  • ახალი მწვანილი

დაყავით ლავაში 4 ნაწილად. თითოეულს წაუსვით კეტჩუპი და მდოგვი, შემდეგ კი ყველი მოაყარეთ. ზემოდან ქათმის ნაჭრები დაალაგეთ, მოაყარეთ მწვანილი და დაჭრილი ბოსტნეული. ლავაშის თითოეული ნაჭერი გაახვიეთ კონვერტივით და შეწვით გრილზე.

სოსისი ლავაშში

თქვენ დაგჭირდებათ

  • 1 ლავაში
  • 4 სოსისი ან კოტლეტი
  • სალათის ფურცელი
  • 1 სტაფილო
  • მდოგვი, კეტჩუპი
  • ახალი მწვანილი

ლავაში გაყავით 4 ნაწილად, თითოეული ნაჭრის შუაში მოათავსეთ სალათის ფურცელი, დახეხილი სტაფილო და სოსისი კარგად შეურიეთ კეტჩუპსა და მდოგვში და დაადეთ სალათის ფურცელს. გაახვიეთ ლავაშის თავისუფალი კუთხეები და შეწვით გრილზე.

მეგობრებთან ერთად დროის კარგად გატარება სასარგებლო ჩიფსებითაც შეიძლება, რომელიც ლავაშით მზადდება და ბავშვებისთვისაც სრულიად უსაფრთხოა.

ჩიფსები ლავაშისგან

ჩიფსების მოსამზადებლად თქვენ დაგჭრიდებათ თხელი ლავაში, მარილი, ნებისმიერი სანელებელი (მე პროვანსულ მწვანილს ვიყენებ) და ცოტა ზეთი. შეურიეთ მარილი და სანელებლები ერთმანეთში და მასში კარგად გასვარეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ლავაში.

ლავაშის ნაჭრები გრილზე ერთ რიგად დაალაგეთ, შემდეგ 5-7 წუთი გამოაშრეთ ღუმელში 220 გრადუსზე, სანამ ოქროსფერ ფერს არ მიიღებს.

როდესაც სურნელოვანი მწვადები უკვე გრილზეა, ხოლო ბოსტნეული და სოკო შამპინიონი თავის რიგს ელოდება, დრო თითქოს ნელდება. ლოდინი დასვენების ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია. ლავაშში გახვეული ცხარე და წვნიანი ქათამი ნებისმიერ დამშეულ კაცს დაანაყრებს.

თეორიულად, ლავაშში ყველაფერი შეიძლება გაახვიოთ. ყველაზე გემრიელი კი გრილზე შემწვარი, ლავაშში მოთავსებული ყველით, პომიდვრითა და ბაზილიკით გაჯერებული სენდვიჩებია.

არ დაგავიწყდეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტების მეგობრებისთვის გაზიარება, მათ ეს აუცილებლად მოეწონებათ!