10 პრობლემა, რომელსაც მხოლოდ უბრალო სოდით ვებრძვი. მარტივი და გენიალურია

7448

საჭმელი სოდა – საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება. გარდა კულინარიაში მისი ფართო გამოყენებისა, ეს თეთრი ფხვნილი გამოირჩევა არაერთი უპირატესობით, რის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ.

საჭმელი სოდის გამოყენების 10 ალტერნატიული, ძალიან სასარგებლო ხერხი

1. ათეთრებს კბილებს

  • აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.
  • დაუმატეთ მას ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი ან წყალი.
  • ურიეთ კარგად პასტისებრი მასის მიღებამდე.
  • მიღებული მასით გაიხეხეთ კბილები ჩვეულებისამებრ.
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე და ზომიერება, რათა არ დაიზიანოთ კბილის ემალი.

2. ამარცხებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში

  • აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.
  • გახსენით ის ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში.
  • მიღებული ხსნარი კარგად გამოივლეთ პირის ღრუში.
  • რეგულარული პროცედურების შედეგად, უსიამოვნო სუნის პრობლემა აღარასდროს შეგაწუხებთ.

3. საჭმელი სოდა პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისთვის

  • 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ ანალოგიური რაოდენობით ზღვის მარილი.
  • მიღებულ მასაში ჩაამატეთ 2-3 წვეთი პიტნის ან მიხაკის ზეთი და კარგად გადაურიეთ.
  • ნარევს დაუმატეთ იმ რაოდოენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის პასტისებრი მასა.
  • მზა ნატურალური კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები რეგულარულად, რათა დაამარცხოთ უსიამოვნო ნადები, სუნი და თავიდან აირიდოთ ღრძილების დაავადებები

4. ატუტოვანებს სხეულს

  • 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ ერთი კაფსულა E ვიტამინის შიგთავსი და იმ რაოდენობით წყალი, რომ ინგრედიენტების შერევით მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის პასტისებრი მასა.
  • მიღებული საშუალება კარგად შეიზილეთ სახის კანში (იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით რამდენიმე წუთის განმავლობაში).
  • მასაჟის შემდეგ მოიშორეთ ნარჩენები სახის კანიდან თბილ წყალში დასველებული პირსახოცით.
  • პროცედურის შემდეგ გამოიყენეთ ნებისმიერი მატონიზირებელი საშუალება.
  • თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, შეძლებთ კანის გატუტოვანებას, რის შედეგადაც თავიდან აირიდებთ აკნეს, ლაქების გაჩენას, კანის ნაადრევ დაბერებას და ა.შ.

5. დეოდორანტი

  • 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ 2-3 წვეთი წყალი და კარგად გადაურიეთ.
  • მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს ბლანტი კონსისტენცია.
  • კარგად დაიმუშავეთ ამ საშუალებით იღლიები, გაიჩერეთ სულ რაღაც 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
  • ასე საიმედოდ დაიცავთ თავს უსიამოვნო სუნისა და იღლიების ჭარბოფლიანობისგან.

6. პირის ღრუს წყლულების მკურნალობა

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.
  • გახსენით ის დაახლოებით 100 მლ ოთაიხს ტემპერატურის წყალში.
  • გამოივლეთ ეს საშუალება პირის ღრუში დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რათა ხანმოკლე დროში გათავისუფლდეთ წყლულებისგან.

7. აშორებს ლაქებს

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.
  • პატარა ზომის კარტოფილი გარეცხეთ, გათალეთ და კარგად გამოწურეთ მისგან წვენი.
  • დაუმატეთ კარტოფილის წვენი სოდას და კარგად გადაურიეთ.
  • მიღებული პასტისებრი მასით დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
  • რეგულარული პროცედურების შედეგად, ასაკობრივი ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხოლო ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში – ბოლომდე გაქრება.

8. ამარცხებს თვალების შეშუპებას

  • 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი ან ჩაი, რომ მიიროთ პასტისები მასა.
  • ოდნავ ტენიანი ბამბის დისკი მსუბუქად ჩაალბეთ ამ მასაში და დაიფინეთ ის თვალებზე 15-20 წუთით.
  •  პროცედურის შემდეგ ჩამოიბანეთ კანი გრილი წყალით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

9. ამარცხებს ქავილის შეგრძნებას

  • 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ სულ რამდენიმე წვეთი წყალი და კარგად გადაურიეთ.
  • მიღებული მასა კარგად წაისვით მწერების ნაკბენზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით.
  • ამ დროში შეშუპებისა და ქავილის აუტანელი შეგრძნებისგან აუცილებლად გათავისუფლდებით.

10. აშორებს ჩაზრდილ თმას

  • პირველ რიგში, სხეულის პრობლემური მონაკვეთი კარგად დაიმუშავეთ ზეითუნის ან აბუსალათინის ზეთით.
  • მოამზადეთ ბლანტი კონსისტენციის მასა საჭმელი სოდისა და წყალისგან, კარგად წაისვით ის კანის შესაბამის მონაკვეთზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით.
  • იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით. ამ დროში ჩაზრდილი თმა და კანის მონაკვეთი იმდენად დარბილდება, რომ მის მოშორებას პინცეტით სწრაფად, მარტივად და სრულიად უმტკივნეულოდ შეძლებთ.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ გამოიყენოთ საჭმელი სოდა სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. ის მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც აბსოლუტურად ყველა ოჯახში შეხვდებით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!