ვამზადებ ჩემთვის და მეზობლებსაც ვუმასპინძლდები. ჩემი მსხლის მურაბის შესახებ ნამდვილი ლეგენდები დადის!

250

შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი, ნაზი კონსისტენციისა და სასიამოვნო არომატის  კარაქის რეცეპტს. მსხლის კარაქი  შეგიძლიათ მიირთვათ პურთან, ბლინებთან ან ალადებთან ერთად.

ხილის კარაქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მსხალი 4 ცალი
  • ნეკერჩხლის სიროფი 1 ს. კ.
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი
  • კარაქი 100 გრ

მომზადების წესი:

მწიფე მსხალი გათალეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ სქელძირიან ქვაბში. დაამატეთ ნეკერჩხლის სიროფი, ნახევარი ლიმონის წვენი, ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი და კარაქი.

ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ 30 წუთი. შემდეგ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცხელი მასა გადაიტანეთ მინის კონტეინერში, გააგრილეთ და  შედეთ მაცივარში. 2 საათის შემდეგ გასქელდება და შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.

როგორ ამზადებთ მსხლის მურაბას თქვენ? აუცილებლად გაგვანდეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!