შემოგთავაზებთ ბოტოქს-ნიღბის რეცეპტს. უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტების კომბინაცია ძალიან ეფექტურია კანისთვის. ნიღაბი წმენდს, კვებავს და ამკვრივებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, ამცირებს ნაოჭებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- ნახევარი ბანანი
- ასპირინი 2 აბი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- კვერცხის ცილა მსუბუქად ათქვიფეთ და დაამატეთ დაბლენდერებული ან დაჭყლეტილი ბანანი.
- ასპირინის აბები წმინდად დაფშხვენით და დაასხით ცოტა წყალი. უნდა მიიღოთ პასტისებური მასა. ასპირინს შეურიეთ კვერცხისა და ბანანის ნარევი.
- მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენთვის სასურველი საცხი.
- ბოტოქს-ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ.